კონსტანტინე მამაცაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: თავჯდომარ → თავმჯდომარ using AWB
No edit summary
ხაზი 8:
[[1840]] წელს მიიღო პირველი საბრძოლო ნათლობა ჩეჩნეთში. იმ ხანებში იგი გაეცნო და დაუახლოვდა [[მიხეილ ლერმონტოვი|მიხეილ ლერმონტოვს]]. მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა სისხლისმღვრელ ბრძლოლაში [[გეხონი]]ს ტყეში. ყირიმის ომის დროს კ. მამაცაშვილი იბრძვის კავკასიის ფრონტზე. კერძოდ მან თავი ისახელა [[1854]] წლის 4 ივნისს მდინარე ჩოლოქთან გამართულ ბრძოლაში. ოთხიათასიანმა რუსეთის არმიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა 34-ათასიანი თურქთა მომხდური ძალები. გენერალ ანდრონიკაშვილის ცნობით, ეს ბრძოლა უმთავრესად კ. მამაცაშვილის წყალობით იქნა მოგებული, რისთვისაც იგი დააჯილდოვეს [[წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი]]თ. ამის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერი დაინიშნა კავკასიის გრენადერთა არტილერიის უფროსად, მონაწილეობა მიიღო კავკასიის დაპყრობისათვის წარმოებულ ომების დამაგვირგვინებელ ფაზაში, რისთვისაც ებოძა ოქროს ხმალი, [[წმ. ანას II ხარისხის ორდენი]], საიმპერატორო გვირგვინი და [[წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი]]. [[1898]] წლიდან კ. მამაცაშვილი კავკასიის სამხედრო ოლქის არტილერიის უფროსის მოადგილეა, [[1869]] წელს მიიღო [[გენერალ-ლეიტენანტი|გენერალ-ლეიტენანტობა]], ხოლო [[1877]] წლიდან კი განჯის გუბერნატორი და განჯა-ნუხის მიდამოებში განლაგებული ჯარების უფროსი. იმავე წელს დაიწყო ომი თურქეთთან. აქ მას მოუხდა ერთი მოულოდნელი თავდასხმის მოგერიება და მოხერხებულმა სარდალმა შესძლო დაემარცხებინა მომხდური. ამისათვის იგი [[წმ. ვლადიმერის II ხარისხის ორდენი]]თ დააჯილდოვეს. ნუხელებმა კი მიართვეს ვერცხლის თასი და ადრესი, სადაც ეწერა: „გენერალ ლეიტენენტ კ. ქ. მამაცაშვილს მადლიერ მოქალაქეთაგან 1877 წელს ნუხის გადარჩენისათვის“.
 
[[1884]] წელს კ. მამაცაშვილმა ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და აქტიურად ჩაება ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი მეგობრები იყვნენ [[გრიგოლ ორბელიანი|გრიგოლ]] და [[ვახტანგ ორბელიანი|ვახტანგ ორბელიანები]], [[დიმიტრი ყიფიანი]], [[მიხეილ თუმანიშვილი]] და სხვები. დიმიტრი ყიფიანთან ერთად დიდი ღვაწლი დასდო სათავადაზნაურო ბანკს, ის დიდხანს იყო მისი ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე და ყოველი ღონით ცდილობდა ბანკის საქმეების მყარ ნიადაგზე დაყენებას. კ. მამაცააშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმიანობაში. იყო მისი დამფუძნებელი წევრი, [[თბილისის სათავდაზნეუროსათავადაზნაურო გიმნაზია|თბილისის სათავდაზნეუროსათავადაზნაურო გიმნაზიის]] ერთ-ერთი დამაარსებელი, აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული ყურადღება მაჰმადიან ქართველებზე. ზოგი მათგანი მან თბილისში ჩამოიყვანა და ასწავლა, დაამთავრებინა გიმნაზია, შემდეგ უმაღლესშიც ჩააბარებინა.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].