სერგო ამაღლობელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
==ბიოგრაფია==
 
[[1920]]-[[1924]] წლებში სწავლობდა [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] იურიდიულ და ეკონომიკურ ფაკულტეტებზე, ამავე დროს მუშაობდა გაზეთ „ტრიბუნაში“. 1924-1928 ლექციებს კითხულობდა თსუ-სა და [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |კონსერვატორიაში]]. [[1925]] წელს იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, 1926-1927 — სახკინმრეწვის დირექტორი. 1928-1931 წლებში სათავეში ედგა მოსკოვის სხვადასხვა შემოქმედებით დაწესებულებას, 1931-1932 წლებში იყო მოსკოვის ახალი თეატრის, 1933-1936 წლებში კი [[:wikidata:Q1369676|მოსკოვის მცირე თეატრის]] დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
 
1928-1937 წლებში მოსკოვის ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა ამაღლობელის კრიტიკული და თეორიული წერილები თეატრისა და კინოს შესახებ. რუსულ ენაზე დაწერა რამდენიმე პიესა: „კარგი ცხოვრება“ (1934 დადგა მოსკოვის მეორე სამხატვრო თეატრმა). „ჩემი ქვეყანა“ და სხვა. ამაღლობელის მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „თეატრისა და კინოს პრობლემები“, თბ., 1928; მოსკოვში რუსულ ენაზე გამოცემული „ქართული თეატრი“, 1930; „დიდი ბრძოლების დრამატურგია“, 1933; „მცირე თეატრი“, 1935.