სერგო ამაღლობელი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 4:
==ბიოგრაფია==
[[1920]]-[[1924]] წლებში სწავლობდა [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] იურიდიულ და ეკონომიკურ ფაკულტეტებზე, ამავე დროს მუშაობდა გაზეთ „ტრიბუნაში“. 1924-1928 ლექციებს კითხულობდა თსუ-სა და [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |კონსერვატორიაში]]. [[1925]] წელს იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, 1926-1927 — სახკინმრეწვის დირექტორი
1928-1937 წლებში მოსკოვის ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა ამაღლობელის კრიტიკული და თეორიული წერილები თეატრისა და კინოს შესახებ. რუსულ ენაზე დაწერა რამდენიმე პიესა: „კარგი ცხოვრება“ (1934 დადგა მოსკოვის მეორე სამხატვრო თეატრმა). „ჩემი ქვეყანა“ და სხვა. ამაღლობელის მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „თეატრისა და კინოს პრობლემები“, თბ., 1928; მოსკოვში რუსულ ენაზე გამოცემული „ქართული თეატრი“, 1930; „დიდი ბრძოლების დრამატურგია“, 1933; „მცირე თეატრი“, 1935. 1938 წელს სერგო ამაღლობელი დაააკავეს და წაუყენეს ბრალდება, რომ იგი იყო კონტრრევოლუციური, ტროცკისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი შემქმნელი მოსკოვში, რომელიც აერთიანებდა და სათავეში ედგა მოსკოვის ქართულ, ნაციონალისტურ საზოგადოებას. მის თანამონაწილეებად განიხილეს და დააპატიმრეს მისი მეგობრებიც, რომლებიც მას ჰყავდა მოსკოვში სამუშაოდ მიწვეული 1936 წლიდან: [[პეტრე ოცხელი]], [[ვახტანგ აბაშიძე]] და [[გიორგი ჟორდანია]]. ოთხივე მათგანს მიესაჯა დახვრეტა.
|