გიორგი არაბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''გიორგი არაბიძე''' (დ. [[4 მარტი]], [[1998]], [[ვანი]]) — ახალგაზრდა [[ქართველები|ქართველი]] [[ფეხბურთელი]]. საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების და [[შახტარი დონეცკი (საფეხბურთო კლუბი)|შახტარ დონეცკის]] ფეხბურთელი, გამოირჩევა უნიკალური ტექნიკითა და დრიბლინგით.
 
გიორგი დაიბადა 1998 წლის 4 მარტს საქართველოს ქალაქ [[ვანი|ვანში]], იგი არის 173სმ-ის სიმაღლის, მისი პირველი ახალგაზრდული გუნდი იყო თბილისის [[ლოკომოტივი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|ლოკომოტივი]], რომელშიც, 2005-2013 წლებში თამაშობდა, 2013 წელს არაბიძე დააწინაურეს და მთავარ გუნდში გადაიყვანეს, სადაც 2 წელში ჩაატარა 33 ოფიციალური მატჩი და თავის გამოჩენა 21-ჯერ მოახერხა, რაც გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო, განსაკუთრებით 16-17 წლის ნახევარმცველის პირობაზე. მალე გიორგი გამოიძახეს [[საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები|საქართველოს U17 ნაკრებში]], სადაც უმაღლეს დონეზე გამოვიდა, ჩაატარა რა 10 მატჩი და გაიტანა 6 გოლი, პარალელურად გიორგიმ საქართველოს U16 ნაკრებშიც ჩაატარა ერთი მატჩი და გოლიც გაიტანა.
 
წარმატებული ასპარეზობების შედეგად გიორგიმ წამყვანი ევროპული გუნდების ყურადღება დაიმსახურა, განსაკუთრებით დაინტერესდა [[უკრაინა|უკრაინული]] [[შახტარი დონეცკი (საფეხბურთო კლუბი)|შახტარი]] და მისი მაშინდელი მწვრთნელი მირზა[[მირჩა ლუჩესკუ]]. 2015 წლიდან არაბიძე შახტარს შეუერთდა და დუბლებში დაიწყო თამაში, პარალელურად ლუჩესკუ გიორგის, 17 წლის ასაკში, მთავარ გუნდთან თამაშის საშუალებას აძლევდა [[უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგა|უკრაინის პრემიერ ლიგაში]]. გიორგიმ განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, ტურნირის რეპორტირებისას ევროპელი და უკრაინელი ჟურნალისტები არაბიძეს მოიხსენიებდნენ ეპითეტით, როგორც ახალი [[ლიონელ მესი|მესი]] ან ქართველი მესი. 2016 წლიდან მირჩა ლუჩესკუმ [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგის]] [[ზენიტი (საფეხბურთო კლუბი)|ზენიტი]] ჩაიბარა, შახტარში კი მის ნაცვლად დანიშნულმა პაულუ ფონსეკამ არაბიძეს უნდობლობა გამოუცხადა და, მთავარი გუნდის განაცხადშიც აღარ შეჰყავს და შეკრებაზეც არ წაიყვანა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_არაბიძე“-დან