ქართლ-კახეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 128:
ქართლის მეფის [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-ის]] გარდაცვალების ([[1762]]) შემდეგ მისი ძე, კახეთის მეფე [[ერეკლე II]], შეერთებული ქართლ-კახეთის სახელმწიფოს მეფე გახდა.
 
ქართლ-კახეთის სამეფოს მოხარკენი იყვნენ [[განჯის სახანო|განჯის]], [[ერევნის სახანო|ერევნისა]] და [[ნახჭევანის სახანო]]ები. ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა ყაზახისა და ბორჩალოს ყოფილი სახანოები, რომლებსაც მეფის მოურავები განაგებდნენ და შამშადილი. ქართლ-კახეთის სამეფოში ფეოდალური ურთიერთობა განვითარების მესამე — გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდში იმყოფებოდა. გაბატონებული კლასის პროგრესულ ნაწილს შეგნებული ჰქონდა თავისუფალი, დაქირავებული შრომის უპირატესობა ბატონყმურ იძულებითს შრომასთან შედარებით. ახალშექმნილ მანუფაქტურული ტიპის სახელმწიფო და კერძო საწარმოებში (ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ქარხნები ახტალაში, ალავერდსა და შამბლუღში; სამღებროები, ზეთსახდელი, აგურის, მარილის, მინის, თოფ-იარაღისა და თოფისწამლის და სხვა საწარმოები) დაქირავებულ შრომასაც იყენებდნენ. ხელოსნები თავიანთ პროდუქციას უმთავრესად ბაზარზე გასაყიდად ამზადებდნენ. ფართოვდებოდა საშინაო და საგარეო ვაჭრობა, გაჩნდა ახალი ქალაქები (ანანური, დუშეთი, სიღნაღი). გახშირდა გლეხების ყმობიდან თავდახსნა, გაჩნდნენ პირადად თავისუფალი გლეხები. გაღრმავდა გლეხთა ქონებრივი დიფერენციაცია, გახშირდა გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლები (177 წლის აჯანყება ფშავში, გლეხთა მღელვარებანი 177 წელს [[ქსნის საერისთავო|ქსნის საერისთავოში]], 1786 — კახეთში და სხვა). ქალაქებში ძლიერდებოდა ბრძოლა ერთი მხრივ, ვაჭრებსა და მევახშეებს და, მეორე მხრივ, ქალაქის ღარიბ მოსახლეობას შორის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან მტერთა განუწყვეტელმა შემოსევებ,ა და შინაფეოდალური რეაქციის გაძლიერებამ გამოიწვია ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკური და პოლიტიკური დაქვეითება, რისაც რთული საერთაშორისო ვითარების პირობებში სამეფოს გაუქმება მოჰყვა. 60-იან წლებში ერეკლე II მოხერხებულად სარგებლობდა ირანში შექმნილი ვითარებით. ამ დროს ირანში ხელისუფლებისათვის მებრძოლთა შორის ჰაძლიერდა ნადირ-შაჰის ერთ-ერთი ყოფილი სარდალი ქერიმ-ხან ზენდი, რომელიც თითქმის მთლ სპარსეთს დაეუფლა. მას აღმოსავლეთ საქართველოში სპარსეთის ბატონობის აღდგენა სურდა, მაგრამ გაძლიერებულ ქართლ-კახეთის სამეფოსთან ურთიერთობის გამწვავებაზე თავს იკავებდა. 1763 წელს ერეკლემ მას გადასცა ერთ-ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე [[აზატ-ხანი]], რომელიც 1760 წლიდან ერეკლე II ჰყავდა დატყვევებული. ამ დროიდან სპარსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა დამყარდა — ქერიმ-ხანი შეურიგდა ქართლ-კახეთის გაერთიანებას და სომხეთისა და აზერბაიჯანის სახანოების ვასალურ დამოკიდებულებას ერეკლესადმი. ვენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისაკენ მიმართული თანამიმდევრული პოლიტიკა ერეკლე II-ისა დიდგვაროვან ფეოდალთა ერთი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევდა. ისინი მეფის წინააღმდეგ იოყენებდნენ იმ ფაქტს, რომ ქართლის ტახტის კანონიერი მემკვიდრეები [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] შთამომავლები იყვნენ. 1765 წელს ერეკლეს წინააღმდეგ მოეწყო [[პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765|შეთქმულება]], რომლის მიზანი ქართლში ვახტანგ VI-ის უკანონო შვილის [[პაატა ბატონიშვილი|პაატას]] გამეფება იყო. შეთქმულება გამომჟღავნდა და მისი მონაწილენი სასტიკად დასაჯეს. (იხ. [[მარკოზაშვილის დარბაზი]]). 1768—1774 წლებში [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-თურქეთის ომში]] ქართლ-კახეთის სამეფო [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოსთან]] ერთად რუსეთის მხარეზე იბრძოდა, საქართველოს მეფეები ამ ომში მიზნად ისახავდნენ ყოფილი სამცხე-საათაბაგოს ([[ახალციხის საფაშო]]) და ჭარ-ბელაქნის შემოერთებას, დაღესტნელთა განუწყვეტელი შემოსევების ლიკვიდაციას და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას, მოწინააღმდეგე თავადების ალაგმვას. 1769 წელს საქართველოში შემოვიდა რუსეთის ჯარი გენერალ [[გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი|გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენის]] მეთაურობით. 1770 წელს ახალციხეზე სალაშქროს მიმავალ ერეკლე II ჯარს აწყურთან ტოტლებენი გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, ქართველებმა ბრწყინვალე გამარკვება მოიპოვეს თურქებზე ([[ასპინძის ბრძოლა]]), მაგრამ ჯარის სიმცირის გამო ლაშქრობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ტოტლებენი დაუკავშირდა ერეკლეს მოწინააღმდეგეებს, დაიკავა ქართლის რამდენიმე ციხესიმაგრე და დაიწყო ხალხის დაფიცება იმპერატორის ერთგულებაზე. ერეკლე II-მ დროული ღნისძიებებით ეს ცდა ჩაშალა და გენერალი იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო (1770 წლის ივნისი). ტოტლებენმა აქაც [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] წინააღმდეგ ინტრიგები დაიწყო. ბოლოს იმპერატორი იძულებული გახდა ტოტლებენი საქართველოდან გაეწვია და მის ადგილზე დაენიშნა გენერალი სუხოტინი. 1771 წელს მისი ცდა, აეღო ფოთი, უშედეგოდ დამთავრდა. 1772 წელს რუსეთში გაიწვია თავისი ჯარები საქართველოდან. ამრიგად ერეკლეს პოლიტიკური მიზნები განუხორციელებელი დარჩა. 1772—1773 წლებში ერეკლემ თხოვნით მიმართა რუსეთის მთავრობას დაეწესებინა მფარველობა ქართლ-კახეთის სამეფოზე. ამ დროს რუსეთსა და ოსმალეთს შორის საზავო მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ამიტომ იმპერატორმა თხოვნას უარით უპასუხა. ქართლ-კახეთია სამეფოში მშვიდობია უზრუნველსაყოფად და ძლიერი ხელისუფლების შესაქმნელად საჭირო იყო რეგულარილი ჯარი, მაგრამ ქვეყანას საჭირო სახსრები არ გააჩნდა. 1774 წელს შეიქმნა მორიგე ჯარი. ამ ღონისძიებამ უზრუნველყო ლეკთა თარეშის ალაგმვა, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ იყო. 1774 წელს ერეკლემ კვლავ სთხოვა რუსეთს ფულადი სესხი და რამდენიმე წლით ჯარი, მაგრა ოსმალეთთან ზავის პირობებში რუსეთმა ერეკლეს თხოვნის დაკმაყოფილება თავისთვის სასარგებლოდ არ ჩათვალა.
[[1801]] წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მომენტში მისი მოხარკენი იყვნენ [[განჯის სახანო|განჯის]], [[ერევნის სახანო|ერევნისა]] და [[ნახჭევანის სახანო]]ები. ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა [[დვალეთი]], [[ხევი]], [[მთიულეთი]], [[ფშავი|ფშავ]]-[[ხევსურეთი]], [[თუშეთი]], [[შიდა ქართლი]], [[თრიალეთი]], [[სომხითი]], [[კახეთი]] ([[მტკვარი|მტკვარ]]-[[ალაზანი|ალაზნის]] შესართავამდე და [[ჭარ-ბელაქანი|ჭარ-ბელაქანის]] გამოკლებით), ასევე [[ყაზახის სახანო|ყაზახისა]], [[ბორჩალოს სახანო|ბორჩალოს]], [[შამშადილის სახანო|შამშადილის]] ყოფილი სახანოები, რომლებსაც მეფის მოურავები განაგებდნენ. [[1801]] წლის 12 სექტემბრიდან ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმნდა და მის ტერიტორიაზე წარმოიქმნა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ადმინისტრაციული ერთეული — [[საქართველოს გუბერნია]].
 
 
 
[[1801]] წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მომენტში მისი მოხარკენი იყვნენ [[განჯის სახანო|განჯის]], [[ერევნის სახანო|ერევნისა]] და [[ნახჭევანის სახანო]]ები. ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა [[დვალეთი]], [[ხევი]], [[მთიულეთი]], [[ფშავი|ფშავ]]-[[ხევსურეთი]], [[თუშეთი]], [[შიდა ქართლი]], [[თრიალეთი]], [[სომხითი]], [[კახეთი]] ([[მტკვარი|მტკვარ]]-[[ალაზანი|ალაზნის]] შესართავამდე და [[ჭარ-ბელაქანი|ჭარ-ბელაქანის]] გამოკლებით), ასევე [[ყაზახის სახანო|ყაზახისა]], [[ბორჩალოს სახანო|ბორჩალოს]], [[შამშადილის სახანო|შამშადილის]] ყოფილი სახანოები, რომლებსაც მეფის მოურავები განაგებდნენ. [[1801]] წლის 12 სექტემბრიდან ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმნდა და მის ტერიტორიაზე წარმოიქმნა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ადმინისტრაციული ერთეული — [[საქართველოს გუბერნია]].
 
==ქართლ-კახეთის მეფეები==