ტიციან ტაბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
 
==ბიოგრაფია==
 
=== ადრეული წლები ===
დაიბადა 1895 წელს მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძის ოჯახში, [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის მაზრის]] სოფელ [[ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი)|ჭყვიშში]] (ამჟ. [[ვანის მუნიციპალიტეტი]]). ტიციანის დედა — ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა. {{ციტატა|მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს}} – წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში.
 
Line 15 ⟶ 17:
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა „[[კოლხიდა|კოლხიდაში]]“, „[[სახალხო გაზეთი|სახალხო გაზეთში“]], „[[ერი (გაზეთი)|ერში“]], „[[თეატრი და ცხოვრება|თეატრი და ცხოვრებაში“]].
 
=== სტუდენტური წლები ===
[[1913|1913 წელს]] ტიციანმა სწავლა განაგრძო [[მოსკოვის უნივერსიტეტი|მოსკოვის უნივერსიტეტში]], [[ფილოლოგია|ფილოლოგიის]] ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, [[1917|1917 წელს]], ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ "საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. ტიციან ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა ალეკსანდრ პუშკინის, ი. ბუნინის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.
 
=== მსხვერპლი ===
სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო დაკიცხვაზე. 1937 წელს ის [[სსრკ|ანტისაბჭოთა]] მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი [[ციმბირი]]ს ტრამალზე ჩამოსვეს და [[თოვლი]]ან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიციან_ტაბიძე“-დან