ტიციან ტაბიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა „[[კოლხიდა|კოლხიდაში]]“, „[[სახალხო გაზეთი|სახალხო გაზეთში“]], „[[ერი (გაზეთი)|ერში“]], „[[თეატრი და ცხოვრება|თეატრი და ცხოვრებაში“]].
 
[[1913|1913 წელს]] ტიციანმა სწავლა განაგრძო [[მოსკოვის უნივერსიტეტი|მოსკოვის უნივერსიტეტში]], [[ფილოლოგია|ფილოლოგიის]] ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, [[1917|1917 წელს]], ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ "საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. ტ. ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა ა. პუშკინის, ი. ბუნინის, ვ. მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო დაკიცხვაზე.1937 წელს ის [[სსრკ|ანტისაბჭოთა]] მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი [[ციმბირი]]ს ტრამალზე ჩამოსვეს და [[თოვლი]]ან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.
 
ტიციან ტაბიძეს ცოლად ჰყავდა ნინა მაყაშვილი (დ. 1902 — გ. 1965), განათლებით ექიმი, მემუარების ავტორი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიციან_ტაბიძე“-დან