ინერცია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[File:01.Опит на Тисанди.ogg|thumb|280px|]]
'''ინერცია''' (< [[ლათ.]] inertia-უმოქმედობა; ზოგჯერ ''ინერციულობა'') — სხეულის თვისება - შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის მდგომარეობა, სანამ გარეშე ძალა არ არსებობს ან გაწონასწორებულია<ref>უცხო სიტყვათა ლექსიკონი</ref>, ხოლო სხეულებზე ძალთა გაუწონასწორებელი სისტემის მოქმედების დროს – უძრაობის ან მოძრაობის მდგომარეობა შეიცვალონ თანდათანობით და არა მყისიერად. ამასთან, მოძრაობა მით უფრო ნელა შეიცვლება, რაც მეტი იქნება სხეულის ინერციულობა წინსვლითი მოძრაობისას სხეულის ინერციის ზომაა მისი [[მასა]], ხოლო უძრავი ღერძის ირგვლივ ბრუნვის დროს – [[ინერციის მომენტი]].
 
ტერმინ ინერციულობას იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა ხელსაწყოს დასახასიათებლად. ამ შემთხვევაში ინეციულობაში გულისხმობენ ხელსაწყოს მიერ აღსარიცხავი სიდიდის დაყოვნებით ჩვენებას.