სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

დაემატა ახალი ცნობები
(clean up, removed: {{Link GA|sv}} using AWB)
(დაემატა ახალი ცნობები)
 
'''სახელმწიფო''' ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც განსაკუთრებული აპარატისა და საჯარო ხელისუფლების მეშვეობით ახორციელებს თავის [[სუვერენიტეტი|სუვერენულ]] უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს, [[სამართალი|სამართალს]] ანიჭებს საყოველთაო სავალდებულო მნიშვნელობას, რომელიც არის [[მოქალაქეობა|მოქალაქეთა]] უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართლწესრიგის გარანტი.
 
სახელმწიფო არის მმართველობის აპარატია ანუ იმ ინსტიტუციათა ერთობლიობა რომელნიც საზოგადოებრივი ყოფის ორგანიზაციაზე აგებენ პასუხს და ხალხის ჯიბიდან ფინანსდებიან. სახელმწიფო მმართველობის მრავალგვარ ინსტიტუტს აერთიანებს: ბიუროკრატიას, შეიარაღებულ ძალებს, პოლიციას, სასამართლოს და სხვა.
=== სახელმწიფოს 5 ძირითადი ნიშანთვისება ===
* სახელმწიფო უზენაესია და იგი აბსოლუტურ და შეუძღუფავ ძალაუფლებას ახორციელებს, რადგანაც ნებისმიერ საზოგადოებტივ გაერთიანებასა თუ ჯგუფზე მაღლა დგას. თომას ჰობსმა სახელმწიფოს ეს იდეა ბიბლიური ლევიათანის ანუ გიგანტური გველეშაპის ალეგორიად წარმოსახა.
* სამოქალაქო საზოგადოების კერძო ინსტიტუტებისგან განსხვავებით სახლემწიფო ინსტიტუტები იმთავითვე საჯარო ხასიათისაა: სახელმწიფო დაწესებულება პასუხს აგებს კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებაზეც და განხორციელებაზეც, მაშინ როცა ოჯახი კერძო ბიზნესიცა და პროფგაერთიანებაც პიროვნული ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება.
* სახელმწიფო—კანონიერების აღსრულებაა. მისი გადაწყვეტილებები, ჩვეულებრივ, თუმცა არა ყოველთვის საზოგადოების ნების გამოხატულებაა და იგულისხმება, რომ ისინი საყოველთაო კეთილდღეობაზე ზრუნვითაა განპირობებული; ამდენად, სახელმწიფო საზოგადოების მუდმივი ინტერესების დამცველად ითვლება.
* სახელმწიფო ბატონობის საშუალებაა. მისი ავტორიტეტი იძულებას ემყარება—მას უნდა შესწევდეს უნარი, სათუოდ არ გახადოს არც კანონის მორჩილება, არც კანონდამრღვევთა დასჯა. შესაბამისად “კანონიერი ძალადობის” მონოპოლია სახელმწიფოს უზენაესობის პრაქტიკული გამოვლინებაა
* სახელმწიფო ტერიტორიული გაერთიანებაა; მისი იურისდიქციაგეოგრაფიულადაა განსაზღვრული და ვრცელდება ყველაზე ვინც მის საზღვრებში სახლობს—სულ ერთია, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი თუ არა. საერთაშორისო დონეზე სახელმწიფო ავტონომიურ ერთეულად განიხილება
სახელმწიფო აპარატი მოიცავს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ მთავრობას, საკანონმდებლო სახალხო კრებას ან პარლამენტს, სასამართლოს, ბიუროკრატიულ აპარატს, შეიარაღებულ ძალებს.
 
 
== ციტატები ==
311

რედაქტირება