ფუნდამენტალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 78 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q9149
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 1:
'''ფუნდამენტალიზმი''' ([[ლათ.]] Fundamentum – საფუძველი) — უკიდურესად კონსერვატიული [[ფილოსოფია|ფილოსოფიური]], [[მორალი|მორალური]] და სოციალური მიმდინარეობების კრებითი სახელწოდება. ფუნდამენტალიზმი ხშირად წარმოადგენს თანადროულ საზოგადოებაში მიმდინარე [[გლობალიზაცია|გლობალიზაციური]] და [[სეკულარიზაცია|სეკულარიზაციული]] პროცესების რეაქციას. ამ მიმართულების ერთ-ერთი ვარიანტია რელიგიური ფუნდამენტალიზმი. ფუნდამენტალიზმს ძირითადად საფუძველი ჩაეყარა [[აშშ]]-ის სამხრეთ შტატებში, განსაკუთრებით [[პრესვიტერიანობა|პრესვიტერიანებს]], [[ბაპტიზმი|ბაპტისტებსა]] და [[მეთოდიზმი|მეთოდისტებს]] შორის [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] [[1910]]-იან წლებში. [[1921]]-[[1929|1929 წლებში]] [[არკანზასი]]ს, [[ტენესი]]ს, [[მისისიპის შტატი|მისისიპისა]] და სხვა შტატებში ფუნდამენტალისტებმა გაატარეს ანტიევოლუციური კანონები, რომლის თანახმად სახელმწიფო სკოლებში იკრძალებოდა [[დარვინიზმი|დარვინიზმის მოძღვრების]] სწავლება.<ref>[http://slovari.yandex.ru/%20фундаментализм/БСЭ/Фундаментализм/ ფუნდამენტალიზმი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]</ref>
 
=== რელიგიური ფუნდამენტალიზმი ===
რელიგიასა და პოლიტიკას ბევრი აქვთ საერთო და უმთავრესი იდეოლოგიური ტრადიციების შექმნაშიც ლომის წვლილი უდევს. ეთიკური სოციალიზმი მაგალIთად სხვადასხვა რელიგიური წყაროდან საზრდოობდა და შემდგომში ქრისტიან სოციალიზმის, ისლამური სოციალიზმის და სხვა არაერთი სახით გამოვლინდა.
არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი რელიგიური ფუნდამენტალიზმის წარმოშობაზე:
* ეს უბრალოდ ერთგვარი გადახრაა საზოგადოების მყისიერი რეაქციაა საერო კულტურაზე
* ფუნდამენტალიზმი მუდმივი მოვლენაა. ზოგადად საერო მარცხის ბუნებრივი შედეგია. რადგან ის ადამიანის უფრო მაღალი ანუ “სულიერი ჭეშმარიტებისაკენ” ლტოლვას ვერ აკმაყოფილებს.
ფუნდამენტალიზმი — რელიგიური პოზიცია, რომელიც მოცემული [[რელიგია|რელიგიის]] ბაზისური მცნებების უპირობო მხარდაჭერას მოითხოვს და მათ პირდაპირ რეალიზაციას ისახავს მიზნად. ფუნდამენტალიზმი როგორც წესი, არატოლერანტობის გამოვლინებაა განსხვავებული რწმენის ან შეხედულებების მხარდამჭერი ადამიანებისადმი, ან საკუთარი რწმენის იმ მიმდევართა მიმართ, ვინც არ იზიარებს რადიკალურ პოზიციას რწმენის საკითხში. არსებობს ფუნდამენტალისტური მოძრაობების განსხვავებული სახეები. ასე მაგ., პროტესტანტული ფუნდამენტალიზმი საბოლოო ჯამში ყოველთვის მიმართულია [[კათოლიციზმი]]ს წინააღმდეგ.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=7215 ფუნდამენტალიზმი – სამოქალაქო განათლების ლექსიკონი]</ref>