დიდი შეკუმშვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: დიდი შეკუმშვა — სამყაროს საბოლოო ბედის ერთ-ერთი შესაძლო სცე...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Big Crunch.gif|250px|მინი|დიდი შეკუმშვა]]
'''დიდი შეკუმშვა'''სამყაროს[[სამყარო]]ს საბოლოო ბედის ერთ-ერთი შესაძლო სცენარი, რომლის მიხედვითაც, სამყაროს გაფართოება ბოლოს შექცევით ხასიათს მიიღებს და სამყაროიგი ხელახლა კოლაფსირდება, არსებობას [[შავი ხვრელისხვრელი]]ს სახით დაასრულებს ან გამოიწვევს სამყაროს ხელახლა წარმოქმნის დასაწყისს [[დიდი აფეთქების თეორია|დიდი აფეთქების]] გარეშე. უეცარი სინგულარობებისა და შეკუმშვის ან დაგლეჯვის სინგულარობების განვითარების საკითხი ჰიპოთეტურია.
 
==მიმოხილვა==
თუ სამყაროს გაფართოების სიჩქარე არ აჭარბებს [[მეორე კოსმოსური სიჩქარე|მეორე კოსმოსურ სიჩქარეს]], მისი შემადგენელი ყველა მატერიის საერთო გრავიტაციული ურთიერთქმედება თანდათანობით მის შეკუმშვას გამოიწვევს. თუ [[თერმოდინამიკური ენტროპია]] შეკუმშვის ფაზაში ზრდას განაგრძობს, შეკუმშვა ძალიან განსხვავებული გამოჩნდება გაფართოების დროის უკუქცევის გადმოსახედიდან. თუკი ადრეული სამყარო ძირითადად ერთგვაროვანი იყო, შეკუმშვადი სამყარო უფრო და უფრო დაჯგუფებადი გახდება. საბოლოოდ, ყველა მატერია ჩაიხშობა შავ ხვრელებში, რომლებიც შემდეგ შეერთდებიან და წარმოქმნიან გაერთანებულ შავ ხვრელს ან დიდი შეკუმშვის სინგულარობას.
 
იმ მოვლენების ზუსტი დეტალები, რომლებიც საბოლოო კოლაფსამდე განვითარდება, დამოკიდებულია როგორც გაფართოების ფაზის სიგრძეზე, ისე შეკუმშვის წინა ფაზაზე. გარდა ამისა, ნავარაუდევია, რომ შეკუმშვის ფაზა მაშნვემაშინვე არ იქნება შესამჩნევი ჰიპოთეტური დამკვირვებლებისათვის, რადგან ვადები დამოკიდებულია [[სინათლის სიჩქარეზესიჩქარე]]ზე, რომ [[კოსმოსური მიკროტალღური ფონისფონი]]ს ტემპერატურა შეკუმშვისას სიმეტრიულად აიწევს გაფართოების ფაზასთან შედარებით და რომ [[დიდი აფეთქების თეორია|დიდი აფეთქების]] დროს განვითარებული მოვლენები საწინააღმდეგო სცენარით წარიმართება. შეკუმშვის ფაზაში, ერთმანეთს შეერწყმება სუპერგროვები, რასაც მოჰყვება [[გალაქტიკათგროვა|გალაქტიკათგროვების]] და შემდეგ [[გალაქტიკა|გალაქტიკების]] შერწყმა. ამ დროისათვის, [[ვარსკვლავები]] ერთმანეთს იმდენად მიუახლოვდება, რომ გახშირდება მათ შორის შეჯახებები, კოსმოსური მიკროტალღური ფონის ტემპერატურა იმდენად აიწევს, რომ ვარსკვლავები თავიანთ შიდა სიცხეს ვეღარ გამოაფრქვევენ, თანდათან კი აფეთქებას დაიწყებენ და დატოვებენ სიცხესა და ჰეტეროგენულ გაზს, რომლის ატომებიც გაზრდილი ტემპერატურის გამო, შემადგენელ სუბატომურ ნაწილაკებად დაიშლებიან და რომელთაც შემდეგ უკვე შერწყმული შავი ხვრელები შთანთქავს.
 
[[ჰაბლის კანონი]] სამყაროს გაფართოების ამჟამინდელ მაჩვენებელს ზომავს; გრავიტაციული ძალების სიძლიერე დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელი მატერიის სიმჭიდროვესა და წნევაზე, სხვა სიტყვებით — სამყაროს კრიტიკულ სიმჭიდროვეზე. თუკი სამყაროს სიმჭიდროვე კრიტიკულ სიმჭიდროვეს აღემატება, გრავიტაციული ძალების სიძლიერე სამყაროს გაფართოებას შეაჩერებს და სამყარო თავის თავს თავადვე დაანგრევს. ამის საპირისპიროდ, თუკი სამყაროს სიმჭიდროვე კრიტიკულ სიმჭიდროვეზე ნაკლებია, სამყარო გაფართოებას გააგრძელებს და გრავიტაციული ძალები ამ გაფართოების შესაჩერებლად საკმარისი არ იქნება. ეს სცენარი დასრულდება დიდი გაყინვით, სადაც სამყარო გაცივდება, იმის გამო, რომ ის ძალიან გაფართოვდა და ენთროპიის მდგომარეობას მიაღწია. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სამყარო განადგურების შედეგად დაუბრუნდება იმ წერტილს, საიდანაც დაიწყო და შესაბამისად, შემდეგ მოხდება კიდევ ერთი დიდი აფეთქება; ამ მიდგომით, სამყარო მუდმივია, მაგრამ გამუდმებით გადის გაფართოებისა და შეკუმშვის ფაზებს. კიდევ ერთი სცენარის თანახმად, ყველაფერი დასრულდება ბრტყელი სამყაროს სახით, რაც მაშინ მოხდება, როცა კრიტიკული სიმჭიდროვე გასწორდება. ამ მდგომარეობაში, სამყარო მუდმივად შენელდება.
 
ბოლო დროინდელმა ექსპერიმენტულმა მტკიცებულებებმა წარმოშვა ვარაუდები, რომ სამყაროს გაფართოებას გრავიტაცია კი არ ანელებს, არამედ აჩქარება. მიუხედავად ამისა, ქიდანიქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით უცნობია [[ბნელი ენერგია|ბნელი ენერგიის]] ბუნება, რომელიც როგორც მიიჩნევა, წარმართავს აჩქარებას — ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ მან საბოლოოდ უკუაქციოს თავისი განვითარების გზა და გამოიწვიოს კოლაფსი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_შეკუმშვა“-დან