კურდღლისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 37.232.93.86 ცვლილებების გაუქმება (№2967408)
No edit summary
ხაზი 24:
| commons = Category:Leporidae
}}
'''კურდღლისებრნი''' ({{lang-la|Leporidae}}) — [[ძუძუმწოვრები]]ს ოჯახი [[კუდღლისნაირები]]ს რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა [[მადაგასკარი]]სა, [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] სამხრეთ ოლქებისა და [[ანტარქტიდა|ანტარქტიდისა]]. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიარულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ [[სსრკ]]-ში ბინადრობდა 5 სახეობის კურდღლისებრნი: [[ბოცვერი]] (Oryctolagus cuniculus), [[მანჯურიული კურდღელი]] (Caprolagus brachyurus), [[თეთრი კურდღელი]] (Leporidae timidus), [[რუხი კურდღელი]] (Leporidae europaeus), [[კურდღელი-ტოლაი]] (Leporidae tolai). [[საქართველო]]ში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან [[ავსტრალია]]სა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული [[ნადირობა|ნადირობის]] ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს.
 
კურდღელი იცოხნის, დიდი ხნის მანძილზე ზოგი აკრიტიკებდა ამ აზრს, მაგრამ მე-18 საუკუნეში ინგლისელმა [[უილიამ კოუპერი|უილიამ კოუპერმა]] კურდღელზე დაკვირვების შედეგად დაასკვნა, რომ ის ნამდვილად იცოხნიდა. ეს უჩვეულო პროცესი 1940 წელს იქნა აღწერილი.
 
კურდღლის ნაშიერს [[ბაჭია]] ჰქვია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კურდღლისებრნი“-დან