შინაური ძაღლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.73.248.97-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა პაატა შ-ის მიერ რედაქტირებული ვ...
No edit summary
ხაზი 21:
ძაღლი ადვილად მოსათვინიერებელი და საწვრთნელი ცხოველია, მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიზნებისთვის: [[ნადირობა]], მაძებარი ფუნქციები, დაცვითი ფუნქციები, საჭაპანო ფუნქციები (მცირე ტვირთებისა და მარხილებში ჩაბმა). არსებობს ასევე დეკორატიული ჯიშები. ყველაზე ცნობილი და უძველესი ფუნქცია, რაც ძაღლებს აკისრიათ, ესაა შინაური ცხოველების დაცვა (მეცხვარე ძაღლი, იგივე [[ნაგაზი]]). გამოირჩევა განსაკუთრებულად განვითარებული ყნოსვით – ზოგიერთი მონაცემით, ძაღლებს შეუძლიათ 40 ათას სხვადასხვა სურნელის გარჩევა-დამახსოვრება. მათმა მრავალფუნქციურმა გამოყენებამ განაპირობა მათი ზედმეტსახელი: „ადამიანის საუკეთესო მეგობარი“. ზოგიერთ კულტურაში ძაღლები წარმოადგენენ ხორცის წყაროს.<ref>{{cite news| url=http://news.bbc.co.uk/2/hi/programmes/from_our_own_correspondent/2074073.stm | work=BBC News | first=Rupert | last=Wingfield-Hayes | title=China's taste for the exotic | date=2002-06-29}}</ref><ref>{{cite news| url=http://news.bbc.co.uk/2/hi/asia-pacific/1735647.stm | work=BBC News | title=Vietnam's dog meat tradition | date=31 დეკემბერი, 2001}}</ref> ბოლო დროის მონაცემებით ძაღლი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მტაცებელი ცხოველია, მათი რაოდენობა 700 მილიონიდან ერთ მილიარდამდეა<ref>Hughes, Joelene; Macdonald, David W. (2013). "A review of the interactions between free-roaming domestic dogs and wildlife". Biological Conservation 157: 341–351. doi:[http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0006320712003151 10.1016/j.biocon.2012.07.005.]</ref><ref>Gompper, Matthew E. (2013). "The dog–human–wildlife interface: assessing the scope of the problem". In Gompper, Matthew E. Free-Ranging Dogs and Wildlife Conservation. Oxfort University Press. pp. 9–54.</ref>.
 
მსოფლიოში გავრცელებულია ასევე სასტიკი პრაქტიკა – საბრძოლო ძაღლის ჯიშების სპეციალურად გამოყვანა, ფსონების დადება ძაღლების სასიკვდილო ორთაბრძოლებზე. ზოგჯერ ძაღლებს განზრახ წვრთნიან მკვლელებად. როგორც ამბობენ, გაწვრთნის ზოგიერთი მეთოდია ცხოველის ცემა, დამშევა და თვით „[[ქილერი|ქილერად]]“ მომზადებაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ ძაღლს ადამიანის ხელოვნურ ფიგურაზე თადასხმასა და მის დაგლეჯვას ასწავლიან. გარდა ამისა, გასაწვრთნელ ძაღლს სასიკვდილოდ განწირულ დასუსტებულ ძაღლებთან აჩხუბებენ. უკვე გაწვრთნილ ძაღლებს კი ძაღლების ჩხუბში აღებინებენ მონაწილეობას, რომლებიც აზარტული მოთამაშეებისა და სისხლმოწყურებული მაყურებლების ჟინის დასაკმაყოფილებლად იმართება.
 
განსაკუთრებით ძვირფასი არიან სმენადაქვეითებულებისთვის ძაღლები, რომლებსაც სპეციალურად მათ დასახმარებლად წვრთნიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, თუ რა დიდ სამსახურს უწევენ გამყოლი ძაღლები უსინათლოებს. ძაღლების მწვრთნელი და წიგნ „გამყოლი თვალების“ ავტორი, [[მაიკლ ტაკერი]], თვლის, რომ ბრმის გამყოლ ძაღლს შეუძლია, უსინათლო ადამიანის წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაშალოს — მიანიჭოს „[[თავისუფლება]], [[დამოუკიდებლობა]], შეაძლებინოს გადაადგილება და გაუწიოს მეგობრობა“. მართლაც, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, როგორი ურთიერთგაგებაა ასეთ ძაღლებსა და მათ პატრონებს შორის.
 
ოთხფეხა მეგობრები ასევე დიდ დახმარებას უწევენ სხვა ინვალიდებსაც. ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ერთი ქალის ძაღლს ნასწავლი ჰქონდა ტელეფონის ყურმილის აღება და კონვერტზე მარკის დაკვრა! ერთ ძაღლს კი 120 ბრძანების შესრულება შეეძლო, მათ შორის სუპერმარკეტის თაროებიდან კონსერვის ქილებისა და პაკეტების აღება.
 
== რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.biodiversitylibrary.org/name/Canis_lupus_familiaris Biodiversity Heritage Library bibliography] for ''Canis lupus familiaris''
* [http://www.fci.be/ Fédération Cynologique Internationale (FCI) – World Canine Organisation]
 
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შინაური_ძაღლი“-დან