მომხმარებლის განხილვა:ლევზურ: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
::ბატონო გიგა! ცოტა უხერხულია დღეს, თავისუფალ საქართველოში მითითება ისეთი დეტალებისა, როგორიც არის "სკკპ წევრობა", "ლენინის ორდენი"-ს და სხვა საბჭოთა ჯილდოების კავალერობა, მაშინ, როდესაც შეიძლება მიეთითოს, რომ ამა თუ იმ პიროვნებას საბჭოთა ეპოქაში მიღებული ჰქონდა "სახელმწიფო ჯილდოები". რაც შეეხება სკკპ წევრობას, ეს პარტია გახლდათ დამნაშავე და სისხლიანი ორგანიზაცია, რომელსაც უკავშირდება საბჭოთა იმპერიაში მომხდარი მრავალი უბედურება... თქვენს ტონთან დაკავშირებით კი გეტყვით შემდეგს: უკეთესი იქნება, თუ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას ცოტა უფრო ფრთხილად იქნებით. და ბოლოს, როდესაც ესა თუ ის ტერმინ-სტატია შეტანილია ენციკლოპედიაში "საქართველო", იგივე პიროვნებაზე ან მოვლენაზე ტერმინ-სტატიის ქსე-დან მითითება, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია! [[მომხმარებელი:ლევზურ|ლევზურ]] 00:28, 20 ოქტომბერი 2007
 
:::ტონთან დაკავშირებით თავიდანვე ბოდიშით ვიწყებდი, მაგრამ შემდეგ გამომრჩა, უბრალოდ იმიტომ, რომ სავარაუდოდ თქვენი ცვლილებების (არა გრამატიკულის) ხელით აღდგენა მიწევს და ვერ მოვზომე. რაც შეეხება ჯილდოებს, სკკპ-ს წევრობას და ა.შ. ეს იმ ადამიანების ბიოგრაფიის ნაწილია, და არავის, არც თქვენ და არც მე, ჩვენი შეხედულებების მიუხედავად, მათი ამოშლის უფლება არ გვაქვს. გუშინ სამსახურში განვიხილე ჩემს კოლეგებთან ეს შემთხვევა და აღშფოთება ვერ დამალეს. მით უმეტეს, რომ ჟამთააღმწერი ბრძანდებით, ასეთი რაღაცეები თქვენ ჩემზე უკეთ უნდა იცოდეთ. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, რომ ის, რაც წვალება-წვალებით ყოველდღე შეგვაქვს, ასე ერთი ხელის მოსმით არ მოშალოთ, და თუ რაიმე ფაქტობრივი შეცდომა იქნება, ანუ ქსე-ს და ეს-ს შორის დიდი განსხვავება, განვიხილოთ ჯერ განხილვის გვერდზე, ასეა მიღებული ინგლისურ ვიკიპედიაში მაგალითად. და რაც შეეხება ცალკე ორდენებს, მედლებს, წოდებებს... ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, და მე პირადად, არ მოგცემთ უფლებას, რომ ამოშალოთ, იმიტომ, რომ მე ვიკვლევ ამ თემას და სწორედ ადამიანების ბიოგრაფიის ეს ნაწილი მაინტერესებს ყველაზე უფრო.
 
და კიდევ, ენციკლოპედია საქართველო ისეთივე ხარვეზებით, უზუსტობებითაა სავსე, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოსული ნებისმიერი ლექსიკონი, ცნობარი თუ ენციკლოპედია. (ჯერ მარტო "ვინ ვინ არის 2006" რა საშინელი ნაშრომია?!).
 
და კიდევ ერთი დეტალი, რამდენიმე ბიოგრაფიაში შევნიშნე, რომ საქართველოს სსრ-ს მაგვარი ფრაზა საქართველოდ გადააკეთეთ, ეგეც მნიშვნელოვანია, რომ განვსაზღვროთ ხოლმე, რომ 1991 წლამდე საქართველო არ არსებობდა, და 1991-წლიდანაც გარკვეულ პერიოდამდე საქართველოს რესპუბლიკა იყო.
 
გამიგრძელდა წერა,
იმედია გამიგეთ, რისი თქმა მინდოდა. ძირითადად, ჩემი შენიშვნა ის იქნება, რომ სხვისი სტატიებიდან გადამოწმებადი ფაქტების ამოშლის სანაცვლოდ, თუ საბჭოური ესთეტიკა გტკენთ გულს მაინცდამაინც, შეგიძლიათ სხვა სტატიები შექმნათ სხვა პიროვნებებზე ან კიდევ გაგიმეორებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამოშლამდე განიხილოთ თქვენი მოსაზრებები სტატიის განხილვის გვერდზე.
--[[მომხმარებელი:Felizdenovo|გიგა]] 06:45, 20 ოქტომბერი 2007 (UTC)
19 227

რედაქტირება