ტიტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
clean up using AWB
ხაზი 78:
{{მთავარი სტატია|იერუსალიმის ალყა (70)}}
[[Image:Francesco Hayez 017.jpg|thumb|250px|''იერუსალიმის ტაძრის განადგურება'', ფრანჩესკო ჰაიეცი, ზეთი და ტილო, 1867. ნახატზე ასახულია რომაული არმიის მიერ მეორე ტაძრის დანგრევა და ძარცვა.]]
ამასობაში თავად იერუსალიმში გამაგრებულ ამბოხებულებს შორის დაიწყო სამოქალაქო ომი, რამაც მათი მრავალ დაჯგუფებად გაყოფა გამოიწვია. სიკარიუსებმა მენაჰემ ბენ-იუდას მეთაურობით დიდხანს გაძლეს, ზელოტები კი ელეაზარ ბენ-სიმონის მეთაურობით, საბოლოოდ, გალილეელი ლიდერის, იოანე გისკალელის გავლენის ქვეშ მოექცნენ. კიდევ ერთმა ჩრდილოელმა მეამბოხემ, სიმონ ბარბენ-კოხბამგიორამ შეძლო ედომელებზე კონტროლის მოპოვება.<ref>[[იოსებ ფლავიუსი]], ''იუდეველთა ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book V#Chapter 1|V.1.4]]</ref> ტიტუსმა ალყა შემოარტყა იერუსალიმს. რომის არმიას შეუერთდა მეთორმეტე ლეგიონი, რომელიც მანამდე კესტიუს გალუსის მეთაურობის ქვეშ დაამარცხეს აჯანყებულებმა. აგრეთვე, ვესპასიანემ ალექსანდრიიდან გამოგზავნა ტიბერიუს იულიუს ალექსანდრე, ეგვიპტის მმართველი, რომელსაც ტიტუსის თანაშემწის ფუნქცია უნდა შეესრულებინა.<ref>[[იოსებ ფლავიუსი]], ''იუდეველთა ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book V#Chapter 1|V.1.6]]</ref>
 
ტიტუსმა ქალაქს ალყა შემოარტყა დასავლეთიდან სამი (V; XII და XV) და აღმოსავლეთიდან, ზეთისხილის მთიდან ერთი (X) ლეგიონით. მან მიზნად დაისახა მაცხოვრებელთა საკვებისა და წყლის მარაგების განადგურება, რისთვისაც პილიგრიმებს ნებას რთავდა ქალაქში შესულიყვნენ [[პასექი]]ს აღსანიშნავად, თუმცა შემდეგ უკან გამოსვლის უფლებას აღარ აძლევდა. ებრაელთა თავდასხმები გამუდმებით აწუხებდა რომაელებს. ერთ-ერთი ამგვარი იერიშის დროს ტიტუსი კინაღამ ტყვედაც კი ჩავარდა.<ref>[[იოსებ ფლავიუსი]], ''იუდეველთა ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book V#Chapter 2|V.2.2]]</ref>
ხაზი 86:
რომაელებმა, საბოლოოდ, დაიკავეს ანტონიას ციხე და ტაძრის კარიბჭეებზე პირდაპირი იერიშები დაიწყეს.<ref>[[იოსებ ფლავიუსი]], ''იუდეველთა ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book VI#Chapter 4|VI.4.1]]</ref> ტიტუსი აშკარად ისწრაფვოდა რომ იუდაიზმი, როგროც რელიგია, გაენადგურებინა. მან მოითხოვა ებრაელთა ცხოველების გაჟლეტა, მამაკაცების დახოცვა, ქალების გაუპატიურება, ბავშვების დამონება და მათი ღმერთის მოკვლა. როდესაც მან საბოლოოდ შეაღწია კედლებში, მისმა ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს ყველაზე — კაცებზე, ქალებზე, ბავშვებზე. მათზე ვინც რომის ერთგული იყო და მათზეც ვინც არ იყო. ქალაქი ცეცხლის ალში გაეხვია. ჯოჯხეთის ღრიალს შეუერთდა აგონიის კივილი, როდესაც რომაელებმა ამბოხებულთა დევნისას პირდაპირი მნიშვნელობით გადათელეს ცხედრები, გაიარეს ზედა და ქვედა ქალაქი, სანამ არ მიაღწიეს ტაძარს, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს და ფერფლად აქციეს. მას შემდეგ, რაც ხანძარმა იკლო, ტიტუსმა გასცა ბრძანება მიწასთან გაესწორებინათ ისიც, რაც ქალაქიდან დარჩა. იმ მიზნით, რომ აღარავის ხსომებოდა სახელი იერუსალიმი.<ref>სულპიციუს სევერუსი, ''ქრონიკები'' [http://www.thelatinlibrary.com/sulpiciusseveruschron2.html II].30.6–7. For [[პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი|ტაციტუსი]] as the source, იხ. {{Cite journal|author=T.D. Barnes |date=July 1977 |title=The Fragments of Tacitus' ''Histories'' |journal=Classical Philology |volume=72 |issue=3 |pages=224–231, გვ. 226–228 | doi = 10.1086/366355}}</ref> ტაძარი დაანგრიეს, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა ტიტუსი გამარჯვებისათვის პატივის მისაგებად ''იმპერატორად'' გამოაცხადეს.<ref>[[იოსებ ფლავიუსი]], ''იუდეველთა ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book VI#Chapter 6|VI.6.1]]</ref>
 
იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, მისი მოსახლეობის უმეტესობა კი დახოცეს ან გადაასახლეს. იოსებ ფლავიუსი ამტკიცებს, რომ ალყას 1 100 000 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან უმეტესობა ებრაელი იყო.<ref name="josephus-wars-vi-9">[[იოსებ ფლავიუსი]], ''იუდეველთა ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book VI#Chapter 9|VI.9.3]]</ref> 97 000 დაატყვევეს და მონებად აქციეს. მათ შორის იყვენენ სიმონ ბარბენ-კოხბაგიორა და იოანე ჯიში.<ref name="josephus-wars-vi-9"/> მრავალი ებრაელი ხმელთაშუაზღვისპირეთში გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, უარი თქვა გამარჯვების გვირგვინის მიღებაზე და ამტკიცებდა, რომ მას გამარჯვება თავად არ მოუპოვებია, არამედ უბრალოდ ინსტრუმენტი იყო, რომლის საშუალებითაც მათმა ღმერთმა თავისი რისხვა გამოავლინა ებრაელი ხალხის მიმართ.<ref>ფილოსტრატუსი, ''აპოლონიოს ტიანელის ცხოვრება'' [http://www.livius.org/ap-ark/apollonius/life/va_6_26.html#%A729 6.29]</ref>
 
იოსებ ფლავიუსის მიხედვით, ტაძრის განადგურების მომენტისათვის ებრაელთა დიასპორა არსებობდა პართიაში (ირანი), ბაბილონში (ერაყი), არაბეთში, აგრეთვე, ზოგიერთი მათგანი ცხოვრობდა ევფრატს მიღმა და ადიაბენეში (ქურთისტანი).<ref>{{PACEJ|text=JW|bookno=1|NorN=W|Wchapter=1|chunkid=5}}</ref>
ხაზი 97:
[[ალექსანდრია|ალექსადრიისაკენ]] მიმავალ გზაზე იგი მემფისში შეჩერდა რათა პატივი მიეგო ღვთაებრივი ხარი [[აპისი]]სათვის. [[სვეტონიუსი]]ს თანახმად, ამან ერთგვარი შიში გამოიწვია: ცერემონია ტიტუსის მიერ გვირგვინის ტარებას საჭიროებდა, რომაელები კი ამ ნივთს მონარქიასთან აკავშირებდნენ; ტიტუსის ლეგიონების მიმდევრებს კი უკვე აწუხებდათ შიში, რომ იგი შესაძლოა მამის წინააღმდეგ აჯანყებულიყო. ტიტუსი სწრაფად დაბრუნდა რომში, რაც, როგორც სვეტონიუსი ამბობს, მის ქცევასთან დაკავშირებით გაჩენილი ჭორების გაქარწყლებას ემსახურებოდა.<ref>[[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი|სვეტონიუსი]], ''[[თორმეტი კეისრის ცხოვრება]]'', ღვთაებრივი ტიტუსი [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Titus*.html#5 5]</ref>
 
[[71]] წელს რომში ჩასვლის შემდეგ ტიტუსი ტრიუმფით დაჯილდოვდა.<ref>[[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], ''რომის ისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/65*.html#6 LXV.6]</ref> [[ვესპასიანე]]სა და [[დომიციანე]]ს თანხლებით იგი ქალაქში შევიდა და უხვი მსვლელობით, რომელიც ომში მოპოვებულ საგანძურსა და ტყვეებს მოიცავდა, ენთუზიაზმით მიესალმა რომის მოსახლეობას. როგორც [[იოსებ ფლავიუსი]] აღწერს, პროცესიისას გზაზე დიდი რაოდენობით ოქრო და ვერცხლი გაატარეს, რასაც მიჰყვებოდნენ ებრაელი ტყვეები და ბოლოს, იერუსალიმის ტაძრის საგანძური [[მენორა]]სა და [[თორა]]ს ჩათვლით.<ref>[[იოსებ ფლავიუსი]], ''იუდეველთა ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book VII#Chapter 5|VII.5.5]]</ref> სიმონ ბარბენ-კოხბაგიორა რომის ფორუმზე სიკვდილით დასაჯეს, რის შემდეგაც იუპიტერის ტაძართან რელიგიური მსხვერპლშეწირვების შემდეგ პროცესია დასრულდა.<ref>[[იოსებ ფლავიუსი]], ''იუდეველთა ომები'' [[wikisource:The War of the Jews/Book VII#Chapter 5|VII.5.6]]</ref> ტიტუსის თაღი, რომელიც ფორუმის ერთ-ერთ შესასვლელში დგას, მისი გამარჯვების ხსოვნას უკვდავყოფს.
 
მას შემდეგ, რაც ვესპასიანე იმპერატორად გამოცხადდა, ტიტუსმა და მისმა ძმამ, დომიციანემ, სენატისაგან ''კეისრის'' ტიტულები მიიღეს.<ref>[[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], ''რომის ისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/65*.html#1 LXV.1]</ref> გარდა იმისა, რომ მამასთან ტრიბუნის ხელისუფლებას იყოფდა, ტიტუსი ვესპასიანეს ზეობის პერიოდში შვიდჯერ იყო რომის კონსული<ref name="suetonius-titus-6">[[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი|სვეტონიუსი]], ''[[თორმეტი კეისრის ცხოვრება]]'', ღვთაებრივი ტიტუსი [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Titus*.html#6 6]</ref> და მამამისის თანაშემწის როლსაც ასრულებდა, როდესაც სენატში მისი სახელით გამოდიოდა.<ref name="suetonius-titus-6"/> რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, იგი [[პრეტორიანელები]]ს პრეფექტად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან იმპერატორის მიმართ მათი ერთგულება უზრუნველყო და კიდევ უფრო გაამყარა ვესპასიანეს, როგორც კანონიერი მმართველის მდგომარეობა.<ref name="suetonius-titus-6"/>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიტუსი“-დან