დინოზავრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
'''დინოზავრები''' ({{lang-la|Dinosauria}}) — [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური]] ნამარხი [[ქვეწარმავლები]]ს ზერიგი [[არქოზავრები]]ს ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: [[ხვლიკმენჯა დინოზავრები|ხვლიკმენჯა დინოზავრებად]] და [[ფრინველმენჯა დინოზავრები|ფრინველმენჯა დინოზავრებად]]. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა [[ტრიასული პერიოდი]]დან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — [[ცარცული პერიოდი]]ს დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული [[არქოზავრები]] — ''[[თეკოდონტები]]''. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო ''პროზავროპოდები'', რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ''ჰეტეროდონტოზავრები'', რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ [[თბილსისხლიანი ცხოველები]] იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. [[საქართველო]]ში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია [[სათაფლიის კარსტული მღვიმეები|სათაფლიაში]] ([[ქუთაისი]]ს მახლობლად).
{{დროის დიაპაზონი|სახელი=დინოზავრები|მარცხენა საზღვარი=235|მარჯვენა საზღვარი=65}}
 
„მეცნიერები ძალიან გააოცა იმის აღმოჩენამ, რომ დინოზავრები ბალახს ჭამდნენ“, — იუწყება „[[ასოშიეიტიდ პრესი]]“. ისინი ამ დასკვნამდე მივიდნენ [[ინდოეთი|ინდოეთში]] აღმოჩენილი [[ზავროპოდი]]ს ნაშთის გამოკვლევისას. რა იყო ამაში გასაოცარი? ადრე ვარაუდობდნენ, რომ „ბალახი დინოზავრების გადაშენებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ წარმოიშვა“. ასევე ფიქრობდნენ, რომ ზავროპოდებს „არ ჰქონდათ ისეთი კბილები, რომ ბალახის უხეში ღეროები დაეღეჭათ“. აღნიშნული გამოკვლევის ხელმძღვანელი, პალეობოტანიკოსი კაროლინა სტრონბერგი ამბობს: „ბევრი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დინოზავრები ბალახს ჭამდნენ“.
 
== რესურსები ინტერნეტში==
http://www.dinodatabase.com
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დინოზავრები“-დან