ჯიქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
ცხოვრობს უღრან ტყეებში. მაკეობა გრძელდება 99 დღე-ღამემდე. შობს 1-3 უსუსურ ბოკვერს. იკვებება გარეული (ზოგჯერ შინაური) ჩლიქოსნებით, იშვიათად [[მღრნელები]]თა და [[ფრინველები]]თ. აღსანიშნავია [[ადამიანი|ადამიანზე]] თავდასხმის შემთხვევები. ჯიქის საერთო რაოდენობა არეალის მთელ ფართობზე შესამჩნევად შემცირებულია.<ref> {{ქსე|11|567|[[არჩილ ჯანაშვილი]]|არა}}</ref>
 
[[საქართველო]]ში ჯიქი თითქმის მთლიანად მოისპო. 1950-1980 წლებში ჯიქი რეგისტრირებული იყო ყორნისის რაიონში (1950), [[ზედაზენი|ზედაზენთან]] (1954), სოფელ [[მათურა (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|მათურასთან]] (1978). 2003 წელს ჩატარებულმა საბაზისო კვლევამ [[ვაშლოვანის ეროვნული პარკი|ვაშლოვანის ეროვნული პარკში]] საფრთხის წინაშე მყოფი [[წინააზიური ჯიქი]] ({{lang-la|Panthera Pardus tulliana}}) აღმოაჩინა.<ref name="matsne" />
 
დღეისათვის [[საქართველო]]ში ერთადერთი [[წინააზიური ჯიქი]] სწორედ [[ვაშლოვანის ეროვნული პარკი]]ს ტერიტორიაზეა რეგისტრირებული. მისი ჰაბიტატი ვაშლოვანის, პანტიშარის ხეობისა და ალაზნის (მიჯნის ყურე) ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. ჯიქი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.<ref name="matsne">[https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/62824 ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალისა და ვაშლოვანის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯიქი“-დან