ჯიქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
თავიდან გადავწერე
ხაზი 23:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''ჯიქი''', '''ლეოპარდი''' ({{lang-la|Panthera pardus}}) — ძუძუმწოვარი ცხოველი [[კატისებრნი|კატისებრთა]] ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 160 სმ, კუდისა — 110 სმ, მასა 75 კგ აღწევს. დედალი მამალზე მომცროა. ჯიქს აქვს მოყვითალო ან წითური, შავი ხალებით მოხატული სხეული. გავრცელებულია [[აფრიკა]]ში, გარდა [[საჰარა|საჰარისა]], წინა და სამხრეთ აზიაში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, შორეულ აღმოსავლეთში. ცხოვრობს უღრან ტყეებში. მაკეობა გრძელდება 99 დღე-ღამემდე. შობს 1-3 უსუსურ ბოკვერს. იკვებება გარეული (ზოგჯერ შინაური) ჩლიქოსნებით, იშვიათად მღრნელებითა და ფრინველებით. აღსანიშნავია ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები. ჯიქის საერთო რაოდენობა არეალის მთელ ფართობზე შესამჩნევად შემცირებულია.
'''ჯიქი''' (ლეოპარდი) (Panthera pardus) — [[მტაცებლები|მტაცებელი]] [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] [[კატისებრნი|კატისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახის]], [[პანტერა|პანტერათა]] [[გვარი (ბიოლოგია)|გვარის]] წარმომადგენელი. სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა — 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ.
ჯიქი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია. წარსულში ის ფართოდ იყო გავრცელებული [[აფრიკა]]სა და [[აზია]]ში, ამჟამად კი მთელ დედამიწაზე 40-50 ჯიქი ბინადრობს. [[საქართველო]]ში ერთადერთი ჯიქი [[ვაშლოვანის ეროვნული პარკი]]ს ტერიტორიაზე შენიშნეს. იგი წითელ ნუსხაში გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მდგომ კატეგორიაშია შესული.
 
საქართველოში ჯიქი თითქმის მთლიანად მოისპო. 1950-1980 წლებში ჯიქი რეგისტრირებული იყო ყორნისის რაიონში (1950), ზედაზენთან (1954), სოფელ მათურასთან (1978). 2003 წელს ჩატარებულმა საბაზისო კვლევამ [[ვაშლოვანის ეროვნული პარკი|ვაშლოვანის ეროვნული პარკში]] საფრთხის წინაშე მყოფი [[წინააზიური ჯიქი]] ({{lang-la|Panthera Pardus tulliana}}) აღმოაჩინა. დღეისათვის [[საქართველო]]ში ერთადერთი [[წინააზიური ჯიქი]] ამჟამად [[ვაშლოვანის ეროვნული პარკი]]ს ტერიტორიაზეა რეგისტრირებული. მისი ჰაბიტატი ვაშლოვანის, პანტიშარას ხეობისა და ალაზნის (მიჯნის ყურე) ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. ჯიქი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.
== კვება ==
ჯიქი ძირითადად იკვებება ანტილოპებით, ირმებით, შველით და ფაუნის სხვა წარმომადგენლებით. შიმშილის დროს საკვებად შეიძლება გამოიყენოს მღრღნელები, მაიმუნები, ჩიტები და ა.შ. იშვიათად ესხმის თავს შინაურ ცხოველებს (ცხვრებს და ცხენებს). ასევე იტაცებს ძაღლებს, თავს ესხმის მგლებს და მელიებს. ის სხვა მტაცებლებს პარავს საჭმელს, მათ შორის ჯიქებსაც.
 
== ქვესახეობები ==
* [[აფრიკული ჯიქი]] (''Panthera pardus pardus''), [[აფრიკა]]
* [[ინდოჩინური ჯიქი]] (''Panthera pardus delacouri''), [[ინდოჩინეთი]]
* [[იავის ჯიქი]] (''Panthera pardus melas''), [[იავა]]
* [[ინდური ჯიქი]] (''Pantherapardus fusca''), [[ინდოეთი]], სამხრეთ [[პაკისტანი]], [[ნეპალი]]
* [[ცეილონური ჯიქი]] (''Panthera pardus kotiya''), [[ცეილონი]]
* [[ჩრდილოჩინური ჯიქი]] (''Panthera pardus japonensis''), [[ჩინეთი]]
* [[შორეული აღმოსავლეთის ჯიქი]] (''Panthera pardus orientalis''), [[რუსეთი|რუსეთის]] შორეული აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ ჩინეთი, კორეა
* [[სპარსული ჯიქი]] (''Panthera pardus saxicolor'') (''Panthera pardus ciscaucasica''), [[წინა აზია]]
* [[არაბული ჯიქი]] (''Panthera pardus nimr''), [[არაბეთის ნახევარკუნძული]]; ხშირად აერთიანებენ სპარსულ ჯიქთან (''Panthera pardus saxicolor'')
 
[[ფაილი:african leopard.jpg|მინი|მარცხნივ|300 პქ|აფრიკული ჯიქი]]
 
{{ცხოველები}}
 
[[კატეგორია:კატისებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯიქი“-დან