ალექსი მირიანაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 1:
{{მმ*|მირიანაშვილი}}
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი''' (დ. [[1860]], სოფ. [[ანაგა]], ახლანდელი [[სიღნაღის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[24 აპრილი]], [[1925]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
 
==ბიოგრაფია==
7 წლის შეიყვანეს სოფ.სოფელ ვიქირისვაქირის დაწყებით სკოლაში. შემდეგ სწავლობდა სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში. [[1881]] წელს დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის სრული კურსი. ამ პერიოდში იგი დაუახლოვდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებს ს. მესხს, ი. გოგებაშვილს, ნ. ცხვედაძეს, ნ. ლომოურს და მათი დახმარებით დაინიშნა მასწავლებლად თბილისის ქართულ სკოლაში, რომელიც „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა.
 
აქ მან ნაყოფიერად იმუშავა რამდენიმე წელიწადს, შემდეგ გადაიყვანეს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში, სადაც ერთხანს თვითონაც სწავლობდა. [[1900]]-[[1923]] წლებში თბილისის კომერციული სასწავლებლის პედაგოგია.
 
ა.ალექსი მირიანაშვილის მხატვრული ლიტერატურისადმი სიყვარული ჯერ კიდევ სტუდენტობისას აღეძრა. სამწერლო ასპარეზზე [[1879]] წელს გამოვიდა. ამის შემდეგ აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ ორგანოებში: „ივერია“, „თეატრი“, „დროება“, „იმედი“, „ნობათი“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“, „მოამბე“, „ცნობის ფურცელი“, „სახალხო გაზეთი„“, თემი“, „თეატრი და ცხოვრება“ და სხვანი. იგი იყო ბავშვების საყვარელი მწერალი. ა. მირიანაშვილის „იგავ-არაკების კრებული“ თავის დროზე პოპულარობით სარგებლობდა. სულ მას გამოცემული აქვს შვიდი წიგნი.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].