ზედაზნის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 95.137.193.99 ცვლილებების გაუქმება (№3190211)
ხაზი 2:
'''ზედაზნის მონასტერი''' — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, [[მცხეთა|მცხეთის]] ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, [[არაგვი|არაგვის]] მარცხენა ნაპირზე, [[საგურამოს ქედი|საგურამოს ქედზე]].
 
[[ზედაზენი|ზედაზნის მთას]], რომელზედაც მდებარეობს მონასტერი, სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის - ზადენის სახელიდან. ისტორიული ცნობებით ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასაწყისში (109 წ) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა).
მეექვსე საუკუნის შუა წლებში სირიიდან საქართველოში ჩამოსულმა „ასურელ მამათა“ წინამძღვარმა - იოანემ შეარჩია „მთაი... მახლობლად მცხეთის აღმოსავ-ლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო“, „აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ“. აქ „პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრნეს მუნ“. ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანეს თავისი მოწაფეები სამოღვაწეოდ გაუგზავნია ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანეს გვამი ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს, მაგრამ მალე, წმინდანის ანდერძის თანახმად, „დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისსა და მითვე ლუსკუმითა დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი“. იოანე დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში. VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდეგ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის პირველ ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე, მიქაელის დროს - სადიაკვნე, მისაელის მიერ - „აკლდამასა თანა“ ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს „ეკლესია განადიდა“, სამოელმა „მარანი ქვითკირითა ქმნა“ და სხვ.
 
ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს „წარუღო ციხე ზედაზენი“ და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა.
ხაზი 13:
 
სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, კარიბჭე-სამრეკლო, გალავანი და ციხის სხვა ნაშთები. გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული [[აფსიდა]] აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთი შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული [[დარბაზული ეკლესია]], რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურილია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი კონქრით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო (იგი [[XVII საუკუნე]]ში უნდა იყოს გაკეთებული), "პატიოსანი ლუსკუმა", ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი.
 
ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთ ნავი ორი ნაწილისაგან შედგება, ეკლესიაში შესასვლელი მთავარი ნავიდანაა (ადრე კი დასავლეთიდან იყო). ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ აგურით. გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. მთავარი ნავის სარკმელი მორთულია "განედლებული" ჯვრის რელიეფით.ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაა.
 
ეკლესიას სამხრეთიდან თლილი ქვით მოპირკეთებული XVIII საუკუნის კვადრატული კარიბჭე ეკვრის. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარიბჭეზე აგურით ნაგები, ოთხმხრივ თაღოვანი სარკმლებით გახსნილი სამრეკლოს რვაწახნაგა ფანჩატური დგას.
 
ციხე-გალავანი ძირითადად XVII საუკუნით თარიღდება (ზოგიერთი ნაწილი განვითარებულ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება). ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია თლილი კვადრები და აგურიც. ამჟამად ძლიერ დაზიანებულია.
 
== ლიტერატურა ==