მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

შიმპანზეები დიდი კონცენტრაციით ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში. სამწუხაროდ, ხეების სწრაფი გაჩეხვის შედეგად იმ ტყის მხოლოდ ფრაგმენტებიღა შემორჩა, სადაც შიმპანზეები უწყვეტად ბინადრობდნენ.<ref name=":6" />
 
საბედნიეროდ, შიმპანზეები შედარებით ადაპტურები არიან და მათი საცხოვრებლები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ. ზოგიერთ შიმპანზეს შეუძლია გადასვლა საკმაოდ მშრალ გარემოში, როგორებიცაა სამხრეთ-დასავლეთ ტანზანია და სენეგალი, სადაც ისინი გვხვდებიან მეჩხერ, ბამბუკის, ჭაობიან ტყეებში და ღია სავანაშიც. გარემო, რომელშიც შიმპანზეები ცხოვრობენ, დიდ გავლენას ახდენს მათ ქცევაზე. შესაბამისად, შიმპანზეების პოპულაციებმა განივითარეს მკვეთრი ქცევები მათი საცხოვრისის შესაბამისად.<ref name=":6" />
 
მიუხედავად იმისა, რომ შიმპანზეებს შეუძლიათ არსებობა, როგორც ხეებზე ასევე ხმელეთზე, ისინი იშვიათად შორდებიან ტყეებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მნიშვნელოვან დროს ატარებენ ხეებზე, სადაც მათ სძინავთ, იკვებებიან და სოციალიზაციას ახდენენ.<ref name=":6" />