ქართლის ცხოვრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
არსებობს მოსაზრება, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ შეტანის დროს თხზულებებს დასაწყისსა და ბოლოს აცილებდნენ, რის გამოც დაიკარგა ამ ნაწარმოებთა ავტორების ვინაობა, შედგების თარიღი და ზოგჯერ სათაურიც. მაგრამ ზოგიერთი თხზულება ალბათ იმთავითვე „ქართლის ცხოვრებისთვის“ იყო გამიზნული, როგორც წინა თხზულებების გაგრძელება (მაგ., დავითის ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის თხზულებები). ცალკეული ავტორების სახელები კი შემთხვევით არ იქნა ამოღებული.
 
„ქართლის ცხოვრება“ გაბატონებული კლასის,, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი იყო და მათ ინტერესებს იცავდა. მის ძირითად შინაარს, მცირე გამონაკლისის გარდა, მეფეთა, დიდებულთა, მხედართმთავართა მოღვაწეობის, მათი ბრძოლების აღწერა შეადგენს. „ქართლის ცხოვრების“ ავტორთა მსოფლმხედველობას საფუძვლად უდევს ქრისტიანობის კონცეფცია ისტორიული პროცესისა. მისთვის დამახასიათებელია პროვიდენციალიზმი, ისტორიული მოვლენების განგების ძალით ახსნა, სასწაულების რწმენა და ა. შ. ზოგჯერ „ქართლის ცხოვრების“ ავტორები ცდილობენ დავი დააღწიონ პროვიმდენციალიზმსპროვიდენციალიზმს და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეძებენ მოვლენებს შორის.
 
„ქართლის ცხოვრების“ ავროტები ხშირად იყენებენ ზეპირსა და წერილობით წყაროებს, თუმცა შედარებით იშვიათად იმოწმებენ მათ. წყქაროთმცოდნეობითიწყაროთმცოდნეობითი ბაზა მათთვის იყო თქმულებანი და ზეპირგადმოცემები, წინარე ხაბის ქართული თხზულებები და საბუთები, ბერძნული, სომხური, აღმოსავლური წყქაროებიწყაროები. „ქართლის ცხოვრების“ ავტორთა დამოკიდებულება გამოყენებული წყაროების მიმართ არ არის კრიტიკული, თუმცა გვხვდება ისტორიის კრიტიკის ელემენტებიც. „ქართლის ცხოვრების“ ბევრი ცნობა დასტურდება არქეოლოგიური მასალით, ქართული ეპიგრაფიკული და დოკუმენტური წყაროების, ბერძნული, ლათინური, სომხური, აღმოსავლური თხზულებების მონაცემებით.
 
„ქართლის ცხოვრების“ უძველესი ხელნაწერებიდან გამოცემულია მარიამისეული (1906, [[ექვთიმე თაყაიშვილი]]) და ანასეული ნუსხები (1942, [[სიმონ ყაუხჩიშვილი]]). 1955—1959 ს. ყაუხჩიშვილმა ძველი და ვახტანგისეული რედაქციის ხელნაწერთს მიხედვით 2 ტომად გამოსცა „ქართლის ცხოვრება“ (მეორე ტომში შევიდა „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებაბებიც). არსებობს აგრეთვე კრებულში შეტანილ თხზულებათა ცალკე გამოცემებიც. „ქართლის ცხოვრების“ ბევრი თხზულება მთლიანად ან ვრცელი ნაწყვეტების სახით თარგმნილია რუსულ და სომხურ ენებზე. გამოცემულია „ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანიც (1953, ი. აბულაძე).