ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/ილია II: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
--Che 18:24, 13 დეკემბერი 2016 (UTC)<noinclude>{{კანდიდატი}}</noinclude>*{{ნომი}} - აღნიშნული სტატია წარმოდგენილია რჩეული სტატიის კანდიდატად, ვინაიდან ვფიქრობ დამუშავებულია იმ დონეზე, რომ შესაძლებელია მისი სრული სახით მკითხველისთვის წარდგენა და შესაბამისი მაღალი სტატუსის მინიჭებაც. სტატიაში წარმოდგენილია სანდო და გადამოწმებადი წყაროები, შესაბამისი აკადემიური წესებითაა გაფორმებული და ახლავს ფოტომასალა, რომელთა დიდი ნაწილი ორიგინალია, სპეციალურად ვიკიპედიის ამ სტატიისთვის შერჩეული. შესაბამისად, გთხოვთ დაუჭიროთ მხარი სტატიის რჩეულ კანდიდატად წარდგენას და თუ საჭირო იქნება გამოთქვათ კორექტული, არგუმენტირებული შენიშვნები. პატივისცემით - [[მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძე|გიორგი ჩუბინიძე]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/გიორგი ჩუბინიძე|წვლილი]]</sub> 13:47, 13 დეკემბერი 2016 (UTC)
*{{არა}} სტატია რჩეულობის კრიტერიუმებს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს. რამდენიმე მიზეზი შემიძლია დავასახელო: 1. სტატიის სტრუქტურა ძალიან მოუწესრიგებელია. ილია II-ის ბიოგრაფია, მოღვაწეობა სხვადასხვა სფეროში, ურთიერთობა სხვადასხვა სუბიექტებთან, ეს ყველაფერი კარგად უნდა დალაგდეს. 2. სტატიის ენა, ზოგადად, ნეიტრალურია, თუმცა არის გამონაკლისები. მათ შორის უხეში გამონაკლისებიც, მაგალითად ეს: ''ეს იმიტომ, რომ პატრიარქის ადამიანური განცდაც ჩვეულებრივისგან განსხვავებული და რა თქმა უნდა, რომ მასზე აღმატებულია.'' გარდა ამისა, ვფიქრობ არაა საჭირო ყოველ ნაბიჯში ილია მეორის ხსენებისას მისი ტიტულატურის მოხმობა, ეს სტატიის ენას არაენციკლოპედიურს ხდის. ძალიან არაენციკლოპედიურია ისეთი სიტყვები, როგორიცაა „წარმოსთქვა“ — მესმის, რომ შეიძლება ბევრისთვის ესეთი სიტყვები უხდება თემატიკას, მაგრამ ვიკიპედიაში თანამედროვე ენით ვწერთ. 3. სტატიაში თითქმის ყველა საკითხი ზედაპირულადაა განხილული. პატრიარქის განათლებაზე ბევრი არაფერია ნათქვამი. ზედმეტად ბევრი ციტატა სტატიას სძენს საგაზეთო მიმოხილვის ელფერს. ეს განსაკუთრებით იგრძნობა, მაგალითად, სხვა კონფესიებთან ურთიერთობის ქვეთავში: აქ მე ველოდი ისეთი საკითხების გაშლას, როგორიცაა დავა ტაძრების კონფესიურ კუთვნილებაზე კათოლიკურ და სომხურ ეკლესიებთან, პატრიარქის დამოკიდებულება ეკუმენიზმის მიმართ (საკმაოდ ვრცელი საკითხია ეს, რამდენადაც ამაზე ბევრი დაობს) და ა. შ. ამის ნაცვლად კი ძირითადად შეხვედრებზე წარმოთქმული სიტყვებია მოყვანილი და მცირედ განხილული. 4. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ქვეთავი არ ეხება პირდაპირ ილია მეორეს. აქ უნდა იყოს განხილული ილია მეორის ურთიერთობა და არა ეკლესიისა სახელმწიფოსთან. 5. 2008 წლის ომის ცალკე ქვეთავად გამოტანა, ვფიქრობ, ზედმეტია. შეიძლება სხვაგან აღინიშნოს ერთი-ორი სიტყვით (ისედაც, ამ ქვეთავში, ომის მიმდინარეობაა მიმოხილული და ორი სიტყვითაა ნათქვამი ილია მეორის შესვლა საომარ ზონაში). 6. თუ არ ჩავთვლით საინტერესო ფაქტებში ერთ წინადადებას, არაფერია ნათქვამი ილია მეორის სოციალურ როლზე — საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ. საკმაოდ ვრცელი თემაა ეს და თავის თავში უნდა მოიცვას კრიტიკული შეფასებებიც. 7. კარგად არაა გაშლილი ილია მეორის პოლიტიკური შეხედულებები და მოღვაწეობა; ეს საკითხი ოდნავ მიკერძოებულადაცაა წარმოჩენილი, რამდენადაც მხოლოდ დასავლურ ორიენტაციაზეა საუბარი. მედიაში საკმაოდ ატაცებული თემა რუსეთთან მისი ურთიერთობისა და საეჭვო რუსული ორიენტაციისა აუცილებლად უნდა იყოს გაშლილი სტატიაშიც. მართალია, ტყუილია, დადასტურებულია თუ დაუდასტურებელი, აუცილებელია აგრეთვე [[სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი|სუკ]]-ის ხსენებაც — სხვა შემთხვევაში სტატია არ იქნება სრულყოფილი. ეს ძირითადი ხარვეზები. არის კიდევ ბევრი წვრილმანი, რაზედაც აღარ შევჩერდები. [[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 15:01, 13 დეკემბერი 2016 (UTC)
*{{კომენტარი}} ვრცელი კომენტარია, ამიტომ შევეცდები დეტალურად გიპასუხოთ. ვერ დაგეთანხმებით, რომ რჩეული კანდიდატის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ვინაიდან საფუძვლიანად გავეცანი კრიტერიუმებს და ისე წარვადგინე. 1. გთხოვთ დააზუსტოდ რას მიიჩნევთ დაულაგებლად და შევეცდები განვმარტო რატომაა ასე. 2. პატრიარქის ტიტულატურა აუცილებელია თან ახლდეს პატრიარქის სახელს, როგორი აკადემიური სტატიაც უნდა იყოს იგი, ეს არის კანონიკური წესი და ამის დაცვა ნებისმიერი აღმსარებლობისთვისაა მისაღები, ამიტომაც ეს შენიშვნა არ მიმაჩნია არგუმენტირებულად, მითუმეტეს სტატიაში ყოველ ჯერზე არაა სრული ტიტულატურა, იგი დაფიქსირებულია მისი შემოკლებული ვარიანტებით. ციტატა, რომელიც მოიყვანეთ არის პატრიარქის შემოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტული ხელოვნებათმცოდნის აზრს იმეორებს და მისი სანდოობა სქოლიოთია დამოწმებული. თუ ასე არ მიიჩნევს უმრავლესობა, ეს კონკრეტული ფრაზა შეგვიძლია ამოვიღოთ. 3. რაც შეეხება ზედაპირულ განხილვას, თავადაც იცით, რომ ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა და წარმოდგენილი უნდა იყოს ობიექტური ენციკლოპედიური ხასიათის ფაქტები, რამაც მკითხველს უნდა მისცეს შეფასებების გაკეთების შესაძლებლობა და არა როგორც თქვენ ბრძანებთ შეფასებული მივაწოდოთ მას. რასაც თქვენ ითხოვთ ის უფრო ჰგავს საგაზეთო სტატიას და უფრო მეტიც, ის არის კვლევა, რომელიც არ აკმაყოფილებს ვიკიპედიის სტანდარტებს. აქ არ გვაქვს უფლება ჩვენი შეფასებები ვაკეთოთ. სტატიაში წარმოდგენილია უშუალოდ პატრიარქის ურთიერთობები მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ კონფესიებთან და არა ზოგადად ეკლესიათაშორისი კონფლიქტები, ამის წარმოსაჩენად არსებობს სტატია ,,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია" და ეს საკითხები იქ უნდა იქნას წარმოჩენილი. ეკუმენიზმის მიმართ გიპასუხებთ, რომ სტატიაში დაფიქსირებულია რომ პატრიარქი იყო მსოფლიო რელიგიათა საბჭოს თავმჯდომარე, სხვა შეფასებები სუბიექტურია და არაენციკლოპედიური. შეხვედრებზე წარმოთქმული სიტყვები საშუალებას გვაძლევს გავამყაროთ სტატიაში მოყვანილი ფაქტები და მკითხველს პირადი აზრის გამოტანის საშუალება მივცეთ. 4. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდის მთავარი მოვლენებია და მისი უშუალო მუშაობის შედეგი, ამან განაპირობა ეკლესიის ავტორიტეტის ზრდაც, რაც ბოლო წინადადებაშია დაფიქსირებული. 5. პატრიარქის სოციალური როლის გამოტანა მკვეთრად სუბიექტური თემაა და ობიექტური ინფორმაცია უკვე წარმოდგენილია სტატიაში, სოციალური როლის გააზრება უნდა მოხდეს უკვე არსებული ტექსტიდან. 7. აქაც გავიმეორებ, პატრიარქის პოლიტიკური შეხედულებების უფრო დეტალურად განხილვა მკვეთრად სუბიექტური თემაა, ამის შეფასება შესაძლებელია საერთაშორისო ურთიერთობებით და განცხადებებით, რომელიც შესაბამის ქვეთავებში და ციტატებშია, რასაც აუცილებლად შეამჩნევდით, ალბათ არ შეგიმჩნევიათ . რაც შეეხება განათლების საკითხს, რაც შესაბამის ლიტერატურაშია დაფიქსირებული, აქაც ის ინფორმაციაა წარმოდგენილი. დავასკვნი, რომ თქვენი მოთხოვნები სცილდება ენციკლოპედიურ ხასიათს და გადადის კვლევის მოთხოვნაში, რასაც არ საჭიროებს ვიკიპედია და მითუმეტეს ეს არც კრიტერიუმებში ფიქსირდება. ამიტომ შეფასება მკვეთრად სუბიექტური მგონია და ვთხოვ გაითვალისწინონ შემდგომმა შემფასებლებმა, პატივისცემით - [[მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძე|გიორგი ჩუბინიძე]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/გიორგი ჩუბინიძე|წვლილი]]</sub> 16:56, 13 დეკემბერი 2016 (UTC)
*{{კომენტარი}} ბატონო გიორგი, ის საკითხები, რომლებსაც თქვენ „მკვეთრად სუბიექტურობის“ გამო სტატიაში აღნიშვნის ღირსად არ თვლით (პატრიარქის დამოკიდებულება ეკუმენიზმისა და პანეკუმენიზმის მიმართ, ეჭვები მისი რუსული ორიენტაციის შესახებ, სუკ-თან დაკავშირებული საკითხები და სხვ.), თქვენი შეფასების გარეშე უნდა აღნიშნოთ სტატიაში. პატრიარქი რომ სუკ-ის აგენტია და „რუსეთუმე“, ეს ფაქტი ნამდვილად არაა. ეს ვიღაცების საკამათო შეფასებაა. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ასეთი შეფასებები არსებობს. თუკი თქვენ გსურთ მიუკერძოებელი და რჩეულობის ღირსი სტატიის დაწერა, მაშინ მოგიწევთ იმ ობიექტური ფაქტის აღნიშვნა, რომ ვიღაცებს პატრიარქის მიმართ სუბიექტური აზრები აქვთ. [[ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი|ნეიტრალური თვალსაზრისის]] პრინციპი გვავალებს, სტატიაში აღინიშნოს ყველა თვალსაზრისი და არ მივემხროთ არცერთს. გთხოვთ, გაეცანით ამ გვერდს. [[User:Deu|<span lang="de">'''Deu.'''</span>]] 16:27, 13 დეკემბერი 2016 (UTC)
*{{კომენტარი}} თუ სტატიაში არ აღვნიშნავთ ავტორის შეფასებას, არც ავტორის მიერ სხვისი (უმცირესობის, თუ უმრავლესობის, ეს არავის დაუთვლია) შეფასების მითითებაც მგონია მართებული. ჭორის დონეზე, ვიღაცის სუბიექტური მოსაზრების ენციკლოპედიური ხასიათის სტატიაში დაფიქსირება, ყოველგვარი სანდო წყაროსა და შესაბამისი ლიტერატურის გარეშე იმის გარდა, რომ არაა აკადემიური, არაეთიკურიც მგონია. - [[მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძე|გიორგი ჩუბინიძე]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/გიორგი ჩუბინიძე|წვლილი]]</sub> 16:53, 13 დეკემბერი 2016 (UTC)
{{ჰო}} --Che 18:2324, 13 დეკემბერი 2016 (UTC)