ქართლის ცხოვრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
[[XIX საუკუნე]]ში ზოგიერთი მეცნიერი (ო. სენკოვსკი, [[ქერობე პატკანოვი|ქ. პატკანოვი]]) უარყოფდა „ქართლის ცხოვრების“ სიძველეს და [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ს]] მიაწერდა მის შედგენას. [[მარი ბროსე|მარი ბროსემ]], [[დიმიტრი ბაქრაძე |დიმიტრი ბაქრაძემ]], [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძემ]] არაობიექტურობაში ამხილეს „ქართლის ცხოვრების“ კრიტიკოსები და დაასაბუთეს მათი მსჯელობის სრული უსაფუძვლობა. საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული „ქართლის ცხოვრების“ შესახებ [[თედო ჟორდანია|თედო ჟორდანიას]], [[მოსე ჯანაშვილი|მოსე ჯანაშვილს]], [[ექვთიმე თაყაიშვილი|ექვთიმე თაყაიშვილს]], [[სარგის კაკაბაძე|სარგის კაკაბაძეს]]. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა „ქართლის ცხოვრების“ შესწავლაში [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]]. საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის ძირითადი დამუშავებასთან ერთად მან თავისი მოსაზრებები გამოთქვა კრებულის შედგენის დროის, შედგენილობის, თანდათან შევსების თაობაზე; დაადგინა (მეტწილად პირობითად) ცალკეულ თხზულებათა მოცულობა, სათაურები. დაწერის დრო და ავტორთა ვინაობა; შეისწავლა მათი მედახეობა და იდეური მიმართულება. ივანე ჯავახიშვილის მიერ შემოთავაზებული პირობითი სქემის მიხედვით „ქართლის ცხოვრების“ ძველ ნაწილში შემდეგი ნაწარმოებები შედის: [[ლეონტი მროველი]]ს „[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა]]“ (უძველესი ხანიდან V საუკუნემდე), [[ჯუანშერ ჯუანშერიანი|ჯუანშერის]] „[[ცხოვრება და მოქალაქობა ვახტანგ გორგასლისა |ცხოვრება და მოქალაქობა ვახტანგ გორგასლისა]]“ (V—VIII საუკუნეები), [[ლეონტი მროველი]]ს „[[წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი]]“, XI საუკუნის ანონიმი ავტორის „[[მატიანე ქართლისა]]“ (VIII—XI საუკუნეები), XII საუკუნის ანონიმი ავტორის „ც[[ხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი, სუმბატ დავითის ძის]]“ „[[ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა]]“ (უძველესი ხანიდან XI საუკუნემდე), ე. წ. [[ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე]] (XII ს.— XIII საუკუნის პირველი მეოთხედი), თამარის 2 უსახელო ისტორიკოსის „[[ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი]]“ და „[[ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი]]“, XIV საუკუნის ანონიმი ისტორიკოსის, [[ჟამთააღმწერელი|ჟამთააღმწერლის]] თხზულება (პირობითად „[[ასწლოვანი მატიანე]]“). უნდა ითქვას, რომ ყველა მკვლევარი არ ეთანხმება „ქართლის ცხოვრების“ ასეთ შედგენილობას. [[კორნელი კეკელიძე]]მ. [[პავლე ინგოროყვა]]მ, [[ნიკოლოზ ბერძენიშვილი|ნიკოლოზ ბერძენიშვილმა]], [[გიორგი მელიქიშვილი|გიორგი მელიქიშვილმა]], [[კონსტანტინე გრიგოლია |კონსტანტინე გრიგოლიამ]] არსებითი ხასიათის შესწორებები წამოაყენეს ამ პირობითი სქემის მიმართ.
 
კრებულის დანიშნულების, მისი იდეური და პოლიტიკური მიმართულების, აგებულებისა და შედგენილობის შესწავლა, აგრეთვე საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი მოწმობს, რომ „ქართლის ცხოვრება“ შედგენული უნდა იყოს XII საუკუნის I მეოთხედში, ქვეყანაში ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების არსებობის დროს (სხვა მოსაზრებით „ქართლის ცხოვრება“ შედგენილია VII—VIII, VIII—IX, X, XIსაუკუნის მიწურულს, XI—XII მიჯნაზე, XII საუკუნის II ნახევარში). „ქართლის ცხოვრება“ ქართული ისტორიოგრაფიის ოფიციალური ძეგლია. კრებულში შეტანილი ყველა ნაწარმოების ავტორები სამეფო ხელისუფლების აქტიური მომხრენი არიან.
 
„ქართლის ცხოვრების“ შედგენა და თანდათან შევსება შემდეგნაირად ხდებოდა: თავდაპირველად კრებულში შეტანილ იქნა ლეონტი მროველისა და ჯუანშერის ნაწარმოებები და „მატიანე ქართლისა“, ე.ი. თხზულებები, რომლებშიც გადმოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი ხანიდან XI საუკუნის 70-იან წლებამდე. XII საუკუნის II მეოთხედში კრებულში შეიტანეს „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“, რომელიც საგანგებოდ უნდა იყოს დაწერილი „ქართლის ცხოვრებისთვის“. ასე დასრულდა „ქართლის ცხოვრების“ უძველესი, ყველა ნუსხისათვის საერთო ნაწილის შედგენა. ამ შედგენილობით „ქართლის ცხოვრება“ XII საუკუნის შუა წლებში [[სომხური ენა|სომხურად]] ითარგმნა. XII საუკუნის II ნახევარსა და XIII—XIV საუკუნეებში კრებული სხვადასხვა ნაწარმოებებით შეივსო, რის გამოც გაჩნდა განსხვავებული შედგენილობის ნუსხები.
 
„ქართლის ცხოვრების“ ადრინდელი ხელნაწერები არ არის შემონახული. ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებს შორის ყველაზე ადრინდელად არის მიჩვეული ე. წ. [[ანასეული ქართლის ცხოვრება|ანასეული „ქართლის ცხოვრება“]], რომელსაც ივანე ჯავახიშვილი 1479—1795 წლებით ათარიღებდა (ს. კაკაბაძე, ნ. შოშიაშვილი, რ. პატარიძე პალეოგრაფიულად და ჭვირნიშნების მიხედვით XVI საუკუნის მიწურულითა და XVII საუკუნის დამდეგით ათარიღებენ). XVI საუკუნის II ნახევრით თარიღდება ე. წ. ჭაკაშცილისეული ნუსხის ძველი ნაწილი (ახალი ნაწილი 1731 წელს არის გადაწერილი), ხოლო ე. წ. [[მარიამისეული ქართლის ცხოვრება|მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“]] დაახლოებით 1634—1645 წლებშია გადაწერილი, მცხეთური ნუსხის პირი, 1697 წელს არის შესრულებული (ძველი „ქართლის ცხოვრების“ ტექსტს შეიცავს აგრეთვე ე. წ. მაქჩაბლისეული ნუსხა, რომელიც 1736 წელს გადაუწერიათ არჩილ მეფის ნაქონი ხელნაწერიდან და XVIII საუკუნის დამდეგს შესრულებული ე. წ. თეიმურაზისეული ნუსხის II ნაწილი).
 
==ხელნაწერები და რედაქციები==