ათი მცნება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Rembrandt Harmensz. van Rijn 079.jpg|მინი|[[მოსე]] ათი მცნებით, [[რემბრანდტი]], [[1659]]]]
'''ათი მცნება''' — ათი უმთავრესი კანონი (წესი), რომელიც [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] ხუთწიგნეულის თანახმად თავად ღმერთმა მისცა [[მოსე]] წინასწარმეტყველს [[სინის მთა]]ზე ([[ბიბლია|ძველი აღთქმა, გამოსვლაჲ]] , 19:10-25).
 
ასე ითარგმნა ებრაული ფრაზა‛ასერეთ ჰადდევარიმ, რომელიც მხოლოდ ხუთწიგნეულში გვხვდება. მასში იგულისხმება კანონის შეთანხმების ათი ძირითადი კანონი. მას აგრეთვე უწოდებენ ათ სიტყვას კანონთა ეს განსაკუთრებული კრებული [[ბიბლია|ბიბლიაში]] მოიხსენიება, როგორც „სიტყვები“ (კნ. 5:22) და „შეთანხმების სიტყვები“ (გმ. 34:28). [[საბერძნეთი|ბერძნულ]] სეპტუაგინტაში (გმ. 34:28; კნ. 10:4) ეს ფრაზა გადმოტანილია, როგორც დეკა (ათი) ლოგუს (სიტყვები). აქედან მომდინარეობს სიტყვა „[[დეკალოგი]]“.
 
პირველად ათი მცნება ღმერთმა ისრაელის კრებულს, სინას მთასთან [[ანგელოზი|ანგელოზის]] პირით გაუცხადა.ამის შემდეგ მოსე ავიდა მთაზე ქვის ორ ფილაზე დაწერილი ათი მცნების მისაღებად. იქ მან ღვთისგან სხვა წესები და მითითებებიც მიიღო. ვიდრე მოსე 40 დღეს მთაზე იმყოფებოდა, ხალხი მოუთმენლობამ შეიპყრო და [[კერპი|კერპად]] ოქროს ხბო ჩამოასხა. მათი კერპთაყვანისმცემლობის დანახვაზე მთიდან ჩამომავალმა მოსემ „ღვთის ნაკეთები“ ფილები, რომლებზეც ათი მცნება ეწერა, ძირს დაანარცხა და დაამსხვრია.
 
მოგვიანებით ღმერთმა უთხრა მოსეს: „გამოთალე პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა და დავწერ მე იმ სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა, შენ რომ დაამტვრიე“ (გმ. 34:1—4). მოსემ კიდევ 40 დღეს დაჰყო მთაზე, სადაც ათი მცნების ასლი მიიღო. ეს ფილები მან აკაციის ხის კიდობანში შეინახა. ამ ფილებს „შეთანხმების ფილები“ უწოდეს. შესაძლოა სწორედ ამიტომ ეწოდა „შეთანხმების კიდობანი“ მოგვიანებით ბეცალელის მიერ გაკეთებულ ოქროთი მოვარაყებულ კიდობანს, რომელშიც ეს ფილები ინახებოდა.
 
ათი მცნებისგან შემდგარ კანონს „მოწმობა“ და „მოწმობის ორი ფილა“ ეწოდებოდა . აქედან წამოვიდა ფრაზები „მოწმობის კიდობანი“ და „მოწმობის კარავი“, რომელშიც ეს კიდობანი იდგა.
 
ათ მცნებას პირველ პირში გაკეთებული განაცხადი უძღოდა წინ: „მე ვარ შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან“. ამ სიტყვებიდან მხოლოდ ის კი არ ჩანდა, თუ ვინ ვის მიმართავდა, არამედ ისიც, თუ რატომ მიეცათ სწორედ ამ დროს იუდეველებს ათი მცნება, რომლებიც ღმერთს [[აბრაამი|აბრაამისთვის]] არ მიუცია.
 
== ბიბლიის ქართული კანონიკური ტექსტის თანახმად ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ათი_მცნება“-დან