ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 52:
1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების [[კალაშა|კალაშისა]] და [[გუბაზოული]]ს შესაყარში აღმოაჩინეს [[მეზოლითი|მეზოლითური]] ნამოსახლარი.<ref>''დ. ქორიძე,'' „კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ძეგლები ჩოხატაურის რაიონიდან“, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეორე სამეცნიერო სესია გვ 16 — 1964 წ.</ref> მოპოვებულ ძეგლებშია [[ბრინჯაო]]ს თოხები, ბრინჯაოს ბარი, [[სპილენძი]]ს ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.<ref>''რ. გიორგაძე''„ახალი აღმოჩენები“ //„ლენინის დროშა“ — 6 ივნისი, 1964 წ.</ref>
 
ხიდისთავი იყო სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ხიდისთავი, [[ბასილეთი]] და [[მეწიეთი]]. თემის ადრინდელი სახელწოდება იყო ოცხანა. აქ მოდიოდა [[ვაზი]]ს ჯიში [[ოცხანური საფერე]]. XVI საუკუნეში ოცხანას მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს. თემი [[როსტომ გურიელი|როსტომ გურიელმა]] შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. 1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა. ხიდისთავი საზოგადოების ცენტრი იყო, აქ მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა.<ref>''დიმიტრი ბაქრაძე'', „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.177 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987</ref>1903 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა.
 
სოფელში დგას ობელისკი, რომელიც აღმართულია იმის ნიშნად, რომ [[გურიის რესპუბლიკა|1905 წლის რევოლუციის]] დროს აქ სიტყვით გამოვიდა [[იოსებ სტალინი]].<ref>''მ. კილაძე'', გურიის გლეხთა რევოლუციური ბრძოლის სახელოვანი ფურცელი, გაზეთი „ლენინის დროშა“, N10, გვ 3., 1955 წ.</ref> სტალინის სახელი ეწოდა საბჭოთა პერიოდში მოქმედ კოლმეურნეობას, რომლის ძირითადი საქმიანობა [[მეჩაიეობა]] და [[მეცხოველეობა]] იყო.