მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

 
==ისტორია==
სოფლის ძველი სახელწოდებაა მიქელგაბრიელი. სოფელში იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია. 1885 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი. საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ [[ჩაი]]. 1927-ში ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935-ში კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა.<ref>''ნ. ხიდისთავი,''„ფაბრიკა შრომაში“ //„ლენინის დროშა“ N34 გვ 1. — 1935 წ.</ref> 1950-იანებში აშენდა 800 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. შრომის [[სერგო ორჯონიკიძე|ორჯონიკიძის]] სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო [[ნატანები (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ნატანების]] შემდეგ.<ref>რაიონის სოფლის მეურნეობა აღმასვლობის გზაზე, გაზეთი „ლენინის დროშა“ N14 გვ. 3 — 1955 წ</ref> 1978 წლის 17 ნოემბერს სოფლის ცენტრში გაიხსნა საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი [[ტანკი]]ს სახით. მემორიალი განასახიერებდა ტანკს, რომელიც შრომელებმა [[დიდი სამამულო ომი]]ს წლებში შეიძინეს ფრონტისთვის.
 
==მოსახლეობა==