ქარაგმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ქარაგმა''' (ბერძნ. charagma — ნიშანი, ნაკვალევი, კალმისმონასმი),...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Charagma 1.jpg|მინი|ი(ესო)ჳ ქ(რისტ)ჱ<br />(იაკობ მოციქულის ჟამისწირვა, X ს.)]]
'''ქარაგმა''' ([[ბერძნ.]] charagma — ნიშანი, ნაკვალევი, კალმისმონასმი), „ასონაკლების ნიშანი“ ([[სულხან-საბა ორბელიანი]]) — ძველ ხელნაწერებში, წარწერებში შემოკლებული სიტყვის თავზე დასმული ნიშანი. იყენებდნენ საწერი მასალის ეკონომიისა და სამუშაოს შემსუბუქების მიზნით ხშირად ხმარებული სიტყვების შემოკლებისას. ტერმინი „ქარაგმა“ ქართულ წერილობით ძეგლებში პირველად X საუკუნის ჰიმნოგრაფის [[მიქაელ მოდრეკილი]]ს „[[იადგარი|იადგარშია]]“ ნახმარი (ხელნაწერი S 425). ქარაგმის გრაფიკული გამოსახულებაა სწორი ჰორიზონტალური ხაზი თავსა და ბოლოში დასმული წერტილებით (უმთავრესად V—X საუკუნეებში) ან მოკლე დახრილი ხაზებით и. ისტორიულ დოკუმენტებში ქარაგმად გამოყენებულია სწორი ან გახრილი ხაზები — ...~, ეპიგრაფიკულ ძეგლებში — სწორი ხაზი, რომელიც ქვაზე ამოსაკვეთად ყველაზე მოსახერხებელია. თუ შემოკლებული სიტყვა გრძელია ან მომდევნო სტრიქონზე გადადის, სიტყვას ორი ქარაგმა ეწერება.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|455|ჭანკიევი ც.}}
 
[[კატეგორია:ქართული პალეოგრაფია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქარაგმა“-დან