იავნანა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 4 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2396005 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
'''"იავნანა"''', ძვ. [[ქართული ენა|ქართული]] ხალხური საწესო ლექსთ-სიმღერა. წარმოშობით წარმართული საკულტო რიტუალის უძველესი საგალობელი. "ნანინას" ციკლის სიმღერების მსგავსად "იავნანაც" მზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ნანას სახელთან არის დაკავშირებული.
 
"იავნანამ" დაკარგა პირვანდელი საწესო ხასიათი, დღეს მისი დანიშნულება ბავშვის დაძინება, თუმცა ჩვენამდე მოღწეული ზოგ ტექსტს ინფექციური დაავადებებისაგან (ე. წ. ბატონებისაგან) ბავშვს განსაკურნავადაც მღერიან. "იავნანას" ციკლის ლექსებს აქვს ისტორიულ-შემეცნებითი და დიდაქტიკურ-ესთეტიკური მნიშვნელობა. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში "იავნანას" მოტივებზე შექმნეს ლექსები: [[რაფიელ ერისთავი|რ. ერისთავმა]], [[აკაკი წერეთელი|ა. წერეთელმა]], [[ილია ჭავჭავაძე|ი. ჭავჭავაძემ]], [[გალაკტიონ ტაბიძე|გ. ტაბიძემ]] და სხვა. "იავნანასთვის" დამახასიათებელია მარტივი, მაგრამ შთამბეჭდავი მღერადი მელოდია, რომელსაც ასრულებს ერთი, ან მონაცვლეობით ორი მთქმელი (ქალი) გაბმული (ბურდონული) ბანის ფონზე სიმღერა ერთმუხლოვანია და მდორედ ვითარდება. იგი უმთავრესად ქართლ-კახურ მუსიკის ფოლკლორში გვხვდება. იმერულ და გურულ სასიმღერო შემოქმედებაში უფრო გავრცელებულია "საბოდიშო" ანუ "ბატონებო". "იავნანას" მელოდიას დამუშავებული სახით ვხვდებით ნ. ავალიშვილის, [[მელიტონ ბალანჩივაძე|მ. ბალანჩივაძის]] და სხვათა შემოქმედებაში."იავნანაზე" შექმნილია ხალხური სიმღერაც.
 
 
 
 
[[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იავნანა“-დან