პომპეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 176.221.137.197 ცვლილებების გაუქმება (№3188910)
ხაზი 20:
'''პომპეი''' ([[ლათინური ენა|ლათინურად:]] Pompeii) — ქალაქი ძველ [[რომი|რომში]]. განადგურდა ქალაქ [[ჰერკულანუმი|ჰერკულანუმთან]] ერთად [[79]] წლის 24 აგვისტოს [[ვულკანი|ვულკან]] [[ვეზუვი]]ს ამოფრქვევის შემდეგ. საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. მდებარეობს [[იტალია]]ში თანამედროვე [[ნეაპოლი|ნეაპოლთან]] ახლოს, [[ნეაპოლის ყურე]]ში.
 
ქალაქი აღმოაჩინეს [[1748]] წელს. მას შემდეგ, როგორც ანტიკური ქალაქის ყველაზე უკეთ შენახული ნანგრევები, ანტიკური სამყაროს შესწავლის უმნიშვნელოვანესი წყაროს წარმოადგენს. ქალაქის სისტემატური შესწავლა მხოლოდ [[1860]] წლიდან დაიწყო იტალიელი [[ჯუზეპე ფიორელი]]ს ხელმძღვანელობით და ეს კვლევა დღემდე გრძელდება. ფიორელიმ მთელი ტერიტორია კვადრატებად დაანაწილა (ამ მეთოდს დღესაც იყენებენ), თითოეული აღმოჩენილი სახლის კარი დანომრა, ხოლო ფერფლსა და ლავაში გაჩენილი სიცარიელე თხევადი თაბაშირით ამოავსო. ამით შესაძლებელი გახდა კატასტროფის შედეგად დაღუპული და გაქვავებული ადამიანებისა და ცხოველების ანაბეჭდების აღება.აღმოჩენილია ქალის სამარხიც რომელთანაც ნაპოვნია,ოქროს:სამაჯურები,ბეჭდები,ყელსაბამები და სხვა.ეს ყველაფერი მიუთითებს პომპეიში,იმ დროისთვის განვითარებულ ოქრომჭედელობაზე.ასევე ნაპოვნია წყლის გაყვანილობები,რომლებიც ძალიან დახვეწილები არიან.ზოგიერთი მათგანის გამოყენება დღესაც შეიძლება.
 
[[1997]] წელს, ქალაქის ნაშთები [[ჰერკულანუმი|ჰერკულანუმთან]] და [[ტორე-ანუნციატა]]სთან ერთად, [[იუნესკო]]მ [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] სიაში შეიტანა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პომპეი“-დან