ხაკანი შირვანი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''ხაკანი შირვანი''', ''ხაყანი შირვანი'', აფზალ ალ-დინ ბადილ (დ. 1120/1126, [[შემახა]] — გ. [[1199]], [[თავრიზი]])
აქედან იწყება ხაკანი შირვანის, როგორც მეხოტბე პოეტის, კარიერა, აქედანვე მოდის მისი საბოლოო ზედწოდება „ხაკანი“ („ხაყანისეული“) ე. ი. მბრძანებლის, შირვანშაჰის საკუთრება. ხაკანი შირვანის კასიდები გამოირჩევა ფორმის გართულებით, „ვასფის“ („აღწერა“) მრავალფეროვნებით, მუსიკალობით. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ ჟანრის განვითარებაში. პოეტური ტექნიკით გატაცება იგრძნობა ლირიკულ ღაზალებშიც. ხაკანი შირვანიმ ორჯერ იმოგზაურა [[მექა]]ში. პირველი მოგზაურობის შედეგად (1157) დაწერა მასნავი „ორი ერაყის საჩუქარი“ (ავტობიოგრაფიული ხასიათის პოემა). მან სამეფო კარის პოეტის მძიმე ხვედრი გაიზიარა და ერთხანს შაბურანის ციხეში ამოყო თავი. აქ შექმნა შესანიშნავი ციკლი „ციხის კასიდებისა“. გარდაეცვალა ცოლ-შვილი. სიცოცხლის ბოლო წლები თავრიზში გადახვეწილმა მარტოდმარტომ გაატარა. მძიმე განცდებიას ასახული მის ლირიკულ „ნაწყვეტებსა“ და რობაიებში. შემორჩენილია ხაკანი შირვანის წერილების კრებული. იგი კარგად იცნობდა [[საქართველო]]ს. „ქრისტიანულ კასიდაში“ ასახელებს ბაგრატიონთა რეზიდენციებს — ნაჭარმაგევსა და მუხრანს. ერთ რობაიში ქართული ენის ცოდნას იჩემებს და მაჯამურ რითმად ქართულ სიტყვას იყენებს. მიმოწერა ჰქონდა ქართველ მოღვაწეებთან.
|