შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ალბერტ თავხელიძე: ახალი სექცია
ხაზი 111:
 
ბატონმა ალბერტმა თავად განაცხადა უარი თქვენს მიერ მისი ბიოგრაფიიდან ამოღებულ ორდენებზე (თუ ასეა, მაშინ საინტერესო იქნებოდა იმის მითითება თუ როდის და რა ვიტარებაში მოხდა ეს), თუ რაიმე სუბიექტური მოსაზრებები გამოძრავებდათ? მაშინ ყოველ სტატიას აქვს განხილვის გვერდი და მანამ სხვის დასაფუთებულ/გადამოწმებად ნაწილს ამოიღებდეთ, შეგიძლიათ განიხილოთ თუ რატომ თვლით, რომ ესა თუ ის დეტალი მიუღებელია. --[[მომხმარებელი:Felizdenovo|გიგა]] 06:29, 19 ოქტომბერი 2007 (UTC)
 
::ბატონო გიგა! ცოტა უხერხულია დღეს, თავისუფალ საქართველოში მითითება ისეთი დეტალებისა, როგორიც არის "სკკპ წევრობა", "ლენინის ორდენი"-ს და სხვა საბჭოთა ჯილდოების კავალერობა, მაშინ, როდესაც შეიძლება მიეთითოს, რომ ამა თუ იმ პიროვნებას საბჭოთა ეპოქაში მიღებული ჰქონდა "სახელმწიფო ჯილდოები". რაც შეეხება სკკპ წევრობას, ეს პარტია გახლდათ დამნაშავე და სისხლიანი ორგანიზაცია, რომელსაც უკავშირდება საბჭოთა იმპერიაში მომხდარი მრავალი უბედურება... თქვენს ტონთან დაკავშირებით კი გეტყვით შემდეგს: უკეთესი იქნება, თუ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას ცოტა უფრო ფრთხილად იქნებით. და ბოლოს, როდესაც ესა თუ ის ტერმინ-სტატია შეტანილია ენციკლოპედიაში "საქართველო", იგივე პიროვნებაზე ან მოვლენაზე ტერმინ-სტატიის ქსე-დან მითითება, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია! [[მომხმარებელი:ლევზურ|ლევზურ]] 00:28, 20 ოქტომბერი 2007