ზიგმუნტ კრასინსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
 
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მწერალი}}
[[File:Scheffer Zygmunt Krasiński.jpg|thumb|კრასინსკი.]]
[[გრაფი]] '''ნაპოლეონ სტანისლავ ადამ ფელიქს ზიგმუნტ კრასინსკი''' (დ. [[19 თებერვალი]] 1812 – გ. [[23 თებერვალი]] 1859) ცნობილი როგორც '''ზიგმუნტ კრასინსკი''' — [[პოლონეთი|პოლონელი]] პოეტი. პოლონური [[რომანტიზმი]]ს უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. დაიბადა [[პარიზი|პარიზში]] ვინსენტ კრასინსკის და მარია ურსულა რაძივილის ოჯახში. [[ვარშავის საჰერცოგო]]ში ცხოვრებისას მამამ ზიგმუნტს იმ დროისათვის ყველაზე სახელოვანი მასწავლებლები აუყვანა განათლების მისაღებად. დედის [[ტუბერკულოზი]]თ დაღუპვის შემდგომ მისმა მასწავლებლებმა დიდი როლი ითამაშეს მის აღზრდაშიც. ზიგმუნტს გასაოცრად უყვარდა მამა, რომელიც მისთვის მისაბაძი პიროვნება იყო. იგი ბავშვობიდავე ოცნებობდა თავისუფალ პოლონეთზე. ზიგმუნტს ძლიერი ანტი-რუსული გრძნობები გააჩნდა, რომელიც მომავალში რუსების ნამდვილ სიძულვილშიც გადაეზარდა, განსაკუთრებით იმ ფაქტის გამოც რომ მამამისი [[საფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)|საფრანგეთ-რუსეთის ომშიც]] მონაწილეობდა. ზიგმუნტმა [[ჟენევა]]ში გაიცნო [[ადამ მიცკევიჩი]]. ქორწინებაში იმყოფებოდა ელიზა ბრანიცკაზე. გარდაიცვალა პარიზში.