პერსი ბიში შელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
== ადრეული მოღვაწეობა ==
 
შელი დაიბადა ფილდ ფლეისში, ინგლისში. შელის მამა - ტიმოთი შელი იყო პარლამენტის წევრი, ხოლო დედა - ელისაბეტ პილფორდი მამულს ფლობდა სასექსში. დაწყებითი განათლება მიიღო სახლში, ხოლო 1802 წ. ჩაირიცხა ბრენთფორდის აკადემიაში, სადაც მას უკიდურესად ჩაგრავდნენ. 1810 წ. გადავიდა [[ოქსფორდის უნივერსიტეტი]]ს კოლეჯში. შელის პირველი პუბლიკაცია იყო გოთური [[ნოველა]] ”ზასტროზი”, სადაც [[ათეიზნი|ათეისტური]] მსოფლმხედველობა გამოხატა. იმავე წელს პერსიმ თავის დასთან ელიზაბეტთან ერთად გამოსცა ”ვიქტორის და კაზირის ორიგინალური პოეზია”. 1811 წ. შელიმ გამოსცა მისი მეორე გოთური ნოველა ”წმ. ირვინი, ან როზენკრეიცელი” და პამფლეტი ”ათეიზმის აუცილებლობა”. შელის შეხედულებებმა შეაშფოთა კოლეჯის ხელმძღვანელობა და ის დაიბარეს საბჭოზე, სადაც ახალგაზრდა პოეტმა არ უარყო თავისი პოზიცია. 1811 წ. შელი და მისი თანამოაზრე ჰოგი კოლეჯიდან გარიცხეს. მოგვიანებით საქმეში ჩაერთო შელის მამა. კოლეჯის ხელმძღვანელობამ პერსის შესთავაზა სასწავლებელში აღდგენა, თუ მოინანიებდა თავის საქციელს, რაზედაც მეამბოხე პოეტმა კვლავ უარით უპასუხა. შელის რადიკალიზმმა მამა-შვილს შორის გამოწვია განხეთქილება. ოთხი თვის შემდეგ შელი დაქორწინდა 16 წლის ჰარიეთ ვესთბრუქზე. მალე, შელი [[ირლანდია|ირლანდიის]] ნაციონალისტებს შეხვდა და გამოაქვეყნა მიმართვა ”ირლანდიელი ხალხისადმი”, რამაც ინგლისის მთავრობის ყურადღება მიიპყრო. შელი რევოლუციური პოეტი იყო. მისი პირველი დიდი პოემა ”დედოფალი მაბი” (1813) ეხება ჩაგრული კაცობრიობის მდგომარეობას ინდუსტრიულ სამყაროში. წიგნი არალეგალურად გამოცხადდა და შელის მიერ ვრცელდებოდა მხოლოდ ნაცნობებს შორის. 1821 - 1830 წწ. მრავალი პირატული ვერსია დაიბეჭდა და გავრცელდა ძირითადად მუშათა კლასში. პოემა მალე გადაიქცა პოლიტიკური მოძრაობის - [[ჩარტიზმი]]ს ერთგვარ ბიბლიად. 1814 წ. ქორწინებით უკმაყოფილო შელიმ ფეხმძიმე ცოლი და მცირეწლოვანი ქალიშვილი მიატოვა და იტალიური ენის შესასწავლად ლონდონში გადავიდა, უილიამ გოდვინის ოჯახში. აქ მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე მერი გოდვინი. მალე ისინი საფრანგეთში, მოგვიანებით კი [[შვეიცარია]]ში გადავიდნენ სამოგზაუროდ. ორიოდე თვის შემდეგ კი ისევ ლონდონში დაბრუნდნენ. 1815 წ. შელიმ დაწერა ”ალასტორი, ანუ მარტოობის სული”. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კრიტიკოსთა მიერ ეს პოემა მიჩნეულია შელის პირველ დიდი წარმატებად პოეზიაში, ნაწარმოებმა იმ დროის საზოგადოების ყურადღება არ მიიქცია. მოღვაწეობის ამ პერიოდში შელის შემოქმედებაში შეინიშნება ცნობილი ინგლისელი პოეტის [[უილიამ უორდსვორთი]]ს ძლიერი ზეგავლენა.
 
Line 40 ⟶ 39:
* 1822 - სიცოცხლის ტრიუმფი (დაუმთავრებელი)
* 1822 - ღრუბელი
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{რომანტიზმი}}