თევზები: განსხვავება გადახედვებს შორის

არა აქვთ → არ აქვთ
(→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|en}} using AWB)
(არა აქვთ → არ აქვთ)
[[ფაილი:Georgia Aquarium - Giant Grouper edit.jpg|მინი|გიგანტური [[გრუპერი]], [[ჯორჯიის აკვარიუმი|ჯორჯიის აკვარიუმში]]]]
[[ფაილი:Herringadultkils.jpg|მინი]]
'''თევზები''' — წყლის [[ხერხემლიანები|ხერხემლიანი]] [[ცხოველები]], რომლებსაც არაარ აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო [[ვეშაპისებრი ზვიგენი]]სა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებური სხეული აქვს, ზოგს — გვერდებიდან ([[კამბალა]]) ან ზურგ-მუცლისაკენ ([[სკაროსი]]) გაბრტყელებული, გველივით ([[გველთევზა]]) წაგრძელებული ან ნემსივით ([[ზღვის ნემსთევზა]]) წაწვრილებული, ზოგი ბურთისებური ([[ზღარბთევზა]]) ან თასმისებურია ([[ქაშაყთმეფე]]).
 
თევზების სხეული სიმეტრიულია, გარდა კამბალასი, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეს აქვს. სხეული დაფარულია [[ქერცლი]]თ. ზღარბთევზას სხეული შემოსილია გრძელი ქიცვებით, ზუთხისნაირთა სხეულზე 5 მწკრივადაა განლაგებული ძვლოვანი ბალთები. [[ლოქო]]სა და სხვათა სხეული ტიტველია. თევზების [[კანი]] დიდი რაოდენობით შეიცავს [[ლორწო]]ს გამომყოფ ერთუჯრედიან ჯირკვლებს. ღრმა ზღვის თევზების უმრავლესობას მანათობელი ორგანოები აქვს. თევზების შეფერილობა კანის ნაირგვარ პიგმენტებზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, მათი ზურგის მხარე უფრო მუქია, ვიდრე მუცლისა. და საერთოდ დიდად სასარგებლო თევზები არიან.