ბანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 72:
== გეოგრაფია ==
[[ფაილი:Ubangi river near Bangui.jpg|thumb|right|250px|[[მდინარე]] [[უბანგი]] ქალაქ ბანგის შემოგარენში.]]
ბანგი მდებარეობს [[მდინარე]] [[უბანგი]]ს ჩრდილოეთ სანაპიროზე, დინების ცოტა დაბლა, სადაც მდებარეობს რამდენიმე [[ჭორომი]], რომლებიც ზღუდავენ ძირითად სავაჭრო სანაოსნო გზებს მდინარის ზემოთ, სამხრეთის საზღვრის სიახლოვეს. მდინარე უბანგის სანაოსნო ნაწილი მკვეთრად უხვევს ბანგის ქვემოთ სამხრეთისაკენ და უერთდება მდინარე [[კონგო (მდინარე)|კონგოს]] [[ეკვატორი]]დან სამხრეთით, [[ბრაზავილი|ბრაზავილთან]] სიახლოვეს, როგორც ჩრდილოეთის მთავარი შენაკადი. მდინარეზე გადის [[სახელმწიფო საზღვარი]] ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას]] შორის. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქი [[ზონგო]] მდებარეობს მდინარის მეორე სანაპიროზე, ბანგის მოპირდაპირედ. ქალაქში წვიმიანი სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება.
 
ქალაქის ცენტრი მდებარეობს მდინარესთან სიახლოვეს და იქ განლაგებულია დიქტატორ ბოკასასადმი მიძღვნილი დიდი ტრიუმფალური თაღი, პრეზიდენტის სასახლე და ცენტრალური ბაზარი. ცენტრიდან 5 კმ-ით ჩრდილოეთისკენ დაშორებით, საცხოვრებელი რაიონის შუაგულში მდებარეობს ბანგის ყველაზე უფრო დიდი ბაზარი და ღამის კლუბების უმრავლესობა. ქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარეობენ [[ბორცვი|ბორცვები]].
 
== კლიმატი ==
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მდებარეობს [[ეკვატორი]]დან ოდნავ ჩრდილოეთით და, შესაბამისად, წლის განმავლობაში ყოველდღიურად სჭარბობს მაღალი ტემპერატურა, რომელიც იშვიათად ეშვება 26 °C-ის ქვემოთ<ref>{{cite web|url=http://www.bbc.co.uk/weather/world/city_guides/results.shtml?tt=TT004980|title=BBC - World Weather - Average Conditions - Central African Republic|deadlink=410}}</ref>. ბანგიში გაბატონებულია ტროპიკული [[სავანა|სავანების]] [[კლიმატი]]. წვიმების სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე. ბანგი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში და შესაბამისად ეკვატორთან ძალიან ახლოს, აქვს ცოტა უფრო ცხელი და ნოტიო კლიმატი, ვიდრე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში<ref>{{cite web|url=http://www.lonelyplanet.com/worldguide/destinations/africa/central-african-republic/essential?a=weather|title=Lonely Planet Destination Guide - Bangui Weather|archiveurl=http://www.webcitation.org/69gzfC2P2|archivedate=2012-08-05}}</ref>.
 
დაბლობ რაიონებში ბანგის ზოგიერთი შემოგარენი განიცდის ხშირ [[წყალდიდობა]]ს. მაგალითად, 2009 წლის ივნისის და ივლისის ძლიერმა წვიმებმა უსახლკაროდ დატოვა 11 000 ადამიანი<ref>{{cite web|url=http://www.jeuneafrique.com/article_depeche.php?idarticle=20090707T120526Z20090707T120456Z|title=Centrafrique/inondations à Bangui: près de 11.000 sans-abri, selon un nouveau bilan|work=Jeune Afrique|date=7 July 2009|language=French|archiveurl=http://www.webcitation.org/65QQFRHxL|archivedate=2012-02-13}}</ref>.
წვიმების სეზონში (მარტიდან ნოემბრის ჩათვლით) ქალაქში ხდება ჭექა-ქუხილი და [[მეხი]]ს დაცემა. ეს მოვლენები ხშირია, ზოგჯერ ყოველდღიურად.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბანგი“-დან