ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|de}} using AWB
No edit summary
 
ხაზი 19:
'''ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია''' — [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] ავტოკეფალური ეკლესია, უკავია მე–12 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის [[დიფტიქი|დიფტიქში]].
 
[[ალბანეთი|ალბანეთში]] პირველი ქრისტიანული გაერთიანებები ცნობილია [[III საუკუნე|III საუკუნიდან]], ხოლო პირველი საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა [[X საუკუნე]]ში და მალევე დაექვემდებარა ეპარქიის სახით [[ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია|ბულგარეთის ეკლესიას]], ხოლო [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] II ნახევრიდან [[კონსტანტინეპოლისკონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია|კონსტანტინეპოლისკონსტანტინოპოლის ეკლესიის]] იურისდიქციაშია.
 
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია დააარსეს ალბანელმა ემიგრანტებმა. ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა ალბანეთის რელიგიურმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ [[თეოფან ნოლი]]მ. [[1912]] წელს [[ელადის მართლმადიდებელი ეკლესია|ბერძნული ეკლესიის]] წინააღმდეგობის მიუხედავად ალბანეთის ეკლესიამ [[ავტოკეფალია]] მიიღო დამოუკიდებლობასთან ერთად. [[ენვერ ხოჯა]]ს [[კომუნიზმი|კომუნისტურმა]] რეჟიმმა [[1967]] წელს დაწყებული ათეისტური კამპანიის შედეგად, ისევე როგორც სხვა კონფესიები, მთლიანად გაანადგურა ალბანეთის ეკლესია. მოსპო მრავალი სიწმინდე, სიკვდილით დასაჯა ან ციხეებში ამოხოცა მღვდელმთავრები. [[1991]] წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა აღადგინა განადგურებული საეკლესიო იერარქია.