აჰმეთ თევფიქ-ფაშა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = აჰმეთ თევფიქ-ფაშა |ორიგი...
 
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 57:
 
== ბიოგრაფია ==
აჰმეთ თევფიქ-ფაშა დაიბადა [[1845]] წლის [[11 თებერვალი|11 თებერვალს]], [[სტამბოლი|სტამბოლში]]. მამამისი, ფერიქ ისმაილ-ფაშა იყო ყირიმელი თათარი, გირაის დინასტიის შთამომავალი. აჰმეთი შევიდა სამხედრო სამსახურში, მაგრამ ეს საქმიანობა მიატოვა უმცროს ოფიცრად გახდომის შემდეგ. ამის შემდეგ, იგი სხვადასხვა დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა [[რომი|რომში]], [[ვენა]]ში, [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] და [[ათენი|ათენში]]. იყო ოსმალეთის ელჩი გერმანიაში [[1885]]-[[1895]] წლებში. სტამბოლში დაბრუნების შემდეგ, იყოეკავა საგარეო საქმეთა მინისტრიმინისტრის თანამდებობა [[1899]]-[[1909]] წლებში. მეორე კონსტიტუციური ეპოქის დაწყების შემდეგ, [[1908]] წელს აჰმეთ თევფიქ-ფაშა გახდა ოსმალეთის სენატის წევრი.
 
აჰმეთ თევფიქ-ფაშა პირველად დიდი ვეზირი გახდა [[1909]] წელს. 31 მარტის ინცინდენტის შემდეგ, როცა სულთანი აიძულეს თანამდებობიდან მოეხსნა [[ჰუსეინ ჰილმი-ფაშა]]. მას შემდეგ, რაც ინგლისის არმია შევიდა სტამბოლში და გადააყენეს სულთანი [[აბდულჰამიდ II]], აჰმეთიც გადადგა თანამდებობიდან და დიდი ვეზირის პოსტზე დაბრუნდა ჰუსეინ ჰილმი-ფაშა.
ხაზი 63:
მეორედ აჰმედ თევფიქ-ფაშა დიდი ვეზირი გახდა [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დასრულების შემდეგ, რაც [[აჰმედ იზეთ-ფაშა]] გადადგა, [[1918]] წლის [[11 ნოემბერი|11 ნოემბერს]]. მოვალეობის შესრულების დაწყებიდან ორ დღეში, მოკავშირე ძალებმა დაიწყეს [[სტამბოლი]]ს ოკუპაცია და აიძულეს [[მეჰმედ VI]] პარლამენტი დაეთხოვა. [[1919]] წლის 12 იანვარს აჰმეთ თევფიქ-ფაშამ თავიდან ჩამოაყალიბა პარლამენტი, თუმცა იგი იძულებული გახდა კიდევ ერთხელ დაეთხოვა პარლამენტი. აჰმეთი [[3 მარტი|3 მარტს]] გადადგა დიდი ვეზირის პოსტიდან.
 
დიდი ვეზირის პოსტიდან გადადგომის შემდგომ, აჰმეთ თევფიქ-ფაშა გახდა ოსმალეთის იმპერიის სენატის მეთაური. აგრეთვე, იგი სათავეში ედგა ოსმალეთის დელეგაციას [[პარიზის მშვიდობის კონფერენცია]]ზე. მისმა დელეგაციამ უარი განაცხადა შემოთავაზებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ოსმალეთისთვის მძიმე პირობებს შეიცავდა, მაგრამ შემდეგ გაგზავნილმა ოსმალეთის მეორე დელეგაციამ, რომელსაც სათავეში ედგა დიდი ვეზირი [[დამატი ფერიდ-ფაშა]], მიიღო შემოთავაზებული პირობები და ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას[[სევრის სამშვიდობო ხელშეკრულება]]ს.
 
[[1920]] წლის [[21 ოქტომბერი|21 ოქტომბერს]] აჰმეთ თევფიქ-ფაშა მესამედ დაინიშნა დიდი ვეზირის პოსტზე და ჩაანაცვლა [[დამატი ფერიდ-ფაშა]]. იმავდროულად, [[თურქეთის ეროვნული კონგრესი|თურქეთის ეროვნულმა კონგრესმა]] [[ანკარა]]ში გამოაცხადა, რომ რეალურად თვითონ იყო ქვეყნის ერთადერთი მთავრობა და უარყოფდა მონარქიას. აჰმეთ თევფიქ-ფაშამ შესთავაზა კონგრესის წევრებს, რომ შემოერთებოდნენ მონარქიულ მთავრობას და ერთი ორგანო შეექმნათ, მაგრამ კონგრესის ლიდერმა, [[მუსტაფა ქემალი|მუსტაფა ქემალმა]] უარი განაცხადა ამ შემოთავაზებაზე. [[1921]] წელს ლონდონში გამართულ კონფერენციაზე ქვეყანას ორი დელეგაცია ჰყავდა — [[სტამბოლი]]ს დელეგაციას აჰმეთი მეთაურობდა, ხოლო [[ანკარა|ანკარისას]] — ბექირ სამი კუნდუჰი. [[ლონდონი|ლონდონში]] აჰმეთ თევფიქ-ფაშამ ყველასათვის გასაკვირად გამოაცხადა, რომ ანკარის მთავრობა მართლაც ერთადერთი კანონიერი მთავრობა იყო [[თურქეთი]]სთვის და ბექირ სამი იყო ერთადერთი წარმომადგენელი კონფერენციაზე.
 
[[1922]] წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]], მონარქიის გაუქმების შემდეგ, აჰმედი მხოლოდ სამი დღე იყო დიდი ვეზირი. [[4 ნოემბერი|4 ნოემბერს]] იგი გადადგა. აჰმეთ თევფიქ-ფაშა გარდაიცვალა [[1936]] წლის [[8 ოქტომბერი|8 ოქტომბერს]], 91 წლის ასაკში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==