ალილო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 92.51.112.74 ცვლილებების გაუქმება (№3186338)
ხაზი 1:
[[ფაილი:Alilo 2008.jpg|მინი|270პქ|ალილო [[თბილისი|თბილისში]], [[2008|2008 წელს]] ]]
'''ალილო''' — [[ქართული]] საწესო [[სიმღერა]]. სრულდებოდა [[შობა|შობის]] წინა [[ღამე]]ს. შეიკრიბებოდა რამდენიმე [[კაცი]] (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ [[ოჯახი|ოჯახს]] და სიმღერით [[დღესასწაული|დღესასწაულს]] მიულოცავდა. [[მასპინძელი]] მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი — სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში (''„ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილს პური დავარიგე“'' და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი.
 
'''ალილო''' - მთელ [[საქართველო]]ში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას [[წარმართობა|წარმართული]] ჰანგი უდევს საფუძვლად. „ალილო“, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა ([[ალილუია|ალილუიასგან]]). ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო [[ჭონა]].
 
[[საქართველო]]ში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. [[1990|1990 წლებში]] მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ [[ილია II]]-ემ აღადგინა. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.
== დასავლეთი ევროპა ==
ალილოს ტრადიცია არის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში; მაგალითად ინგლისურენოვან სამყაროში, ეს ტრადიცია ასოცირდება tricks or treating-ის ზეიმთან, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებულია ჰალოუინთან და 31 ოქტომბერს ეწყობა. შინაარსითა და ფორმით უახლოვდება ქართულ ალილოს, რადგან ამ დროს სამასკარადო კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები კალათებით ხელში დადიან კარდაკარ, მღერიან და მასპინძელს ტკბილეულს სთხოვენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალილო“-დან