ნახიდურის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ნახიდურის ბრძოლა 1599''' — ბრძოლა ქართლისა და ოსმალეთის ლაშქარს შორის. ოსმალთაგან [[გორის ციხე|გორის ციხის]] გათავისუფლების შემდეგ ([[გორის ბრძოლა]]) თავრიზის ბეგლარბეგმა სულთნის ბრძანებით საქართველოში ილაშქრა. ჯარი [[ალგეთის ხეობა|ალგეთის ხეობაში]], [[ნახიდური|სოფ. ნახიდურთან]] დაბანაკდა. ქართლის მეფე [[სიმონ I]] მტერს მცირერიცხოვანი ლაშქრით მიეგება. ქართველთა ჯარის თავმოყრა დამთავრებული არ იყო, ამიტომ მეფეს ბრძოლის დაწყებას არ ურჩევდნენ, მაგრამ [[სიმონ I|სიმონ I-მა]] რჩევა არ მიიღო და მტერს მედგრად შეუტია. თვით მეფე მამაცურად იბრძოდა ბრძოლის შუაგულში. დაახლოებით ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ოსმალთა რიცხოვრივი უპირატესობის შედეგად ქართველები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ოსმალებმა ბრძოლით მისდიეს ქართველთა ლაშქარს. [[ფარცხისი|სოფ. ფარცხისთან]] (ახლანდელი [[თეთრი წყაროს რაიონი]]), ვიწრო გზაზე, სიმონ I ცხენიანად ჩაეფლო და იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა ოსმალთა სარდალს.
==იხილეთ აგრეთვე==
* [[საქართველოს ბრძოლების სია]]