დავით III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 5.178.142.203 ცვლილებების გაუქმება (№3185473)
ხაზი 6:
დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გაიბა ფართო ეკონომიური კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებთან. აღდგა საქართველოში არაბთა მფლობელობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის გამოშვება. აიგო ოშკის, ხახულის, პარხალის ტაძრები, საფუძვლიანად გადაკეთდა ოთხთა ეკლესია. ამ მონასტრებში ფართო კულტურული საქმიანობა გაჩაღდა. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. გარდა ამისა, დავით III ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს ([[ექვთიმე ათონელი]] და სხვ.) საგანგებოდ უკვეთავდა ქართულ წიგნებს. შემორჩენილია აგრეთვე მისი დაკვეთილი ბრილის საწინამძღვრო ჯვარი (დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში).
 
დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. ის აწესრიგებდა საქმეებს მეზობელ სამეფო-სამთავროებში (მისი აქტიური ჩარევით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ სმბატ ბაგრატუნსა და კარის მფლობელ მუშეღს შორის). ქართლის ერისთავის - იოანე მარუშისძის რჩევით იშვილა [[ბაგრატ III]] რადგან აფხაზეთის მეფეს თეოდოსს შვილი არ ჰყავდა და წესით აფხაზეთი გადადიოდა მისი დის შვილის (ბაგრატის) ხელში. ასევე ბაგრატს ეკუთვნოდა მისი მამის გურგენის მიწები, და დავითის გარდაცვალების შემდეგ ტაო-კლარჯეთის ბაგრატს დარჩებოდა და საქართველო გაერთიანდებოდა. დავით III-ის სამხედრო ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის იმპერიის შინა თუ გარე ბრძოლებში. [[979]] დავით III დაეხმარა იმპერატორ ბასილ II-ს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. ამისათვის იმპერიის ხელისუფლებამ მას გადასცა [[დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა|"ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი"]] სამმართველოდ მისი სიცოცხლის მანძილზე. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დავით III-ს თვითონ უნდა გაეთავისუფლებინა მაჰმადიანთაგან. ჩანს, დავით III-ს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გაპირობებული 988 დავით III-ის ლაშქრის ბრძოლა ბასილ II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეზე. აჯანყების დამარცხების გამო დავით III იძულებული გახდა პატიება ეთხოვა იმპერატორისათვის და აღუთქვა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელო იმპერიას გადაეცემოდა. მიუხედავად ამ მარცხისა, დავით III განაგრძობდა ბრძოლას ქართული და სომხური მიწების გასათავისუფლებლად მაჰმადიან მფლობელთაგან. დავით III-თან ერთად იბრძოდნენ მისი მოკავშირეები - ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფეები - ანისის მეფე გაგიკ I, ვანანდის მეფე აბასი. [[990]] დავით III-მ მაზანკერტი აიღო, [[997]] ალყა შემოარტყა ხლათს. [[998]] დავით III-ის წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობა მოეწყო, მაგრამ დავით III-მ დაამარცხა მომხდურნი. მტრისგან გათავისუფლებულ მიწა-წყალზე დავით III თავის ქვეშევრდომ ქართველებსა და სომხებს ასახლებდა.
 
დავით III-ის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობის გამო ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_III“-დან