პერატეია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''პერატეია''' ({{lang-el|Περατεία}} „[ზღვის] გადაღმა მხარე“) — ტრაპიზონი...
(განსხვავება არ არის)

19:10, 3 დეკემბერი 2016-ის ვერსია

პერატეია (ბერძ. Περατεία „[ზღვის] გადაღმა მხარე“) — ტრაპიზონის იმპერიის ზღვის გადაღმა ადმინისტრაციული ერთეული. მოიცავდა შავი ზღვის ჩრდილოეთ მხარეს, ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქებს: ქერსონეს, ქერჩს და ნახევარკუნძულის შიდა ტერიტორიბს. 1204 წელს, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინეპოლის აღებამდე, ტერიტორია შესაძლოა ბიზანტიის იმპერიის, კონკრეტულად კი ქალდიის თემის მიერ იმართებოდა.

გენუელებისა და თათრების წნეხის ქვეშ, ტრაპიზონის მართველობა, პერატეიაში თავდანვე სუსტი იყო. 1223 წელს პერატეიას სანაპირო, თურქ-სელჩუკებმა დაარბიეს და მანდ სუდაკის ციხე ააგეს, საიდანაც ყირიმის ვაჭრობას, ტრაპიზონდიდან სელჩუკების მართველობის ქვეშ მყოფ სინოპში ეზიდებოდნენ. ამის შემდეგ ტერიტორია წარმოშობით ტრაპიზუნტელი მაგნატების, გაბრების მიერ იმართებოდა. მოგვიანებით აქ თეოდოროს სამთავრო ჩამოყალიბდა.

ლიტერატურა