ოსეთის სასულიერო კომისია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ოსეთის სასულიერო კომისია''', ({{lang-ru|Осетинская духовная комиссия}}) — სამისიონერო ორგანიზაცია, რომელიც შექმნა [[ რუსეთის იმპერია|რუსეთის მთავრობამ]] [[1744]] წლის დამდეგს ოსეთში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გასავრცელებლად. ოსეთის სასულიერო კომისიის ნამდვილი მიზანი იყო რუსეთის გაბატონება [[კავკასია]]ში. კომისია დაკომპლექტებული იყო ქართველი სასულიერო პირებით. მისი ძირითადი ამოცანა იყო ქრისტიანობის საშუალებით ოსებისა და სხვა მთიელების რუსეთის მხარეზე გადაყვანა. კომისიის წევრების მხარდაჭერით რუსეთის მთავრობამ 1768-1774 წლებში სამი სამთო ექსპედიცია მოაქყომოაწყო ჩრდილოეთ ოსეთში მადნეულის შესასწავლად და მისი გამოყენების საკითხების გასარკვევად.
 
ოსეთის სასულიერო კომისიის საქმიანობისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწეები. [[1746]] წელს [[თბილისი|თბილისში]] [[თეიმურაზ I]]-მა და [[ანტონ I]]-მა დიდი პატივით მიიღეს ამ კომისიის წევრი [[ეფრემ ჯანდიერი]]. კომისიის ხელმძღვანელი [[არქიმანდრიტი]] პახომი [[საქართველო]]დან ფულად სახსრებს იღებდა [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთ კავკასიაში]] [[ქართველები|ქართველთა]] [[ტყვე]]ების გამოსასყიდად და [[სამშობლო]]ში დასაბრუნებლად. მას ბრალად დასდეს, თითქოს [[ოსები]]ს საქართველოს ქვეშევრდომობაში შეყვანა სურდა.