ისლამი: განსხვავება გადახედვებს შორის

როცა → როდესაც
(მომხმარებლის 149.3.22.62 ცვლილებების გაუქმება (№3160780))
(როცა → როდესაც)
 
===ისლამის პირველი დღეები===
ისტორიულად, ისლამი იწყება [[610]] წელს, როცაროდესაც [[მექა]]ში მუჰამმადმა ﷺ დაიწყო ქადაგება. ისლამის მიხედვით, მექის ახლომდებარე მთის, ჰირა'ას გამოქვაბულში, მას გამოეცხადა არსება, რომელმაც მას უბრძანა წაეკითხა, მაგრამ სამჯერ უარი მიიღო. ბოლოს ამ არსებამ წაუკითხა მას შემდეგი სიტყვები: ''იკითხე, შენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა, შექმნა ადამიანი სისხლის ლეკერტისაგან, იკითხე! და შენი უფალი უკეთილშობილესია, რომელმაც ასწავლა კალამი, ასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა!'' მუჰამმადს ﷺ შეეშინდა, დაბრუნდა სახლში და ყველაფერი თავის ცოლს, [[ხადიჯა]]ს უამბო. ხადიჯამ დაამშვიდა იგი და დაჰპირდა, რომ ამ ყველაფერს თავის ბიძაშვილს, [[ვარაყა]]ს აცნობებდა, რომელიც ქრისტიანი იყო, სახარება და ბიბლიის ნაწილები გადმოთარგმნილი და ჩაწერილი ჰქონდა არაბულ ენაზე. ვარაყამ, როცაროდესაც ეს ამბავი მოისმინა, მუჰამმადს ﷺ უთხრა, რომ მასთან გამოცხადებული არსება იყო ანგელოზი [[გაბრიელ მთავარანგელოზი|ჯიბრაილი]], ხოლო თავად მას მძიმე დღეები მოელოდა. თავის მხრივ ვარაყამ აღუთქვა მას მხარდაჭერა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა სიბერის გამო.<ref>صحيح البخاري، كتاب بدء الوحي، باب كيف بدء الوحي إلى رسول الله صلى الله عليه و سلم، ٣.</ref>
 
მუჰამმადი იწყებს საიდუმლოდ ქადაგებას. ისლამს იღებენ მისი ცოლი ხადიჯა, მისი ბიძაშვილი '[[ალი იბნ აბუ ტალიბი|ალი]], მისი მეგობარი [[აბუ ბაქრი]] და სხვები. [[613]] წელს მუჰამმადი ﷺ ღიად ქადაგებას იწყებს და მექელ წარმართთა არისტოკრატია მას დაუძინებელ მტრად ეკიდება. ისლამის მტრობით გამოირჩეოდნენ 'ამრ იბნ ჰიშამი, იგივე [[აბუ ჯაჰლი]] და მუჰამმადის ﷺ ბიძა, 'აბდულ–'უზზა იბნ 'აბდულ–მუტტალიბი, იგივე [[აბუ ლაჰაბი]]. ისინი ყველა საშუალებით ცდილობდნენ ხალხის დაშინებას, სახალხოდ დასცინოდნენ და შეურაცხყოფნენ მუსლიმებს, ემუქრებოდნენ მათ, ვისზეც ეჭვობდნენ რომ ისლამს მიიღებდა. აბუ ჯაჰლმა მოკლა სუმაია ბინთ ხაიატი, წარმართები აწამებდნენ ბილალს, სუმაიას ვაჟს 'ამმარს და სხვა მუსლიმებს, რომლებსაც გვარის მფარველობის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. [[613]] წელსვე მუჰამმადმა მუსლიმთა ნაწილს მოუწოდა, [[ჰიჯრა|გადასახლებულიყვნენ]] ეთიოპიაში. ეთიოპიის ნეგუსმა მიიღო ისინი, მაგრამ მათ მოჰყვა მექელ წარმართთა დელეგაცია, რომლებმაც მათი დაბრუნება მოითხოვეს. ნეგუსმა გამოჰკითხა მუსლიმები და როცაროდესაც მოისმინა მათი პასუხი (გადმოცემით, ეს იყო სურა მარიამი), უარი უთხრა მექელებს დაებრუნებინა ისინი.<ref>http://www.ethiopolitics.com/articles/The_first_hijra.htm</ref>
 
[[616]] წელს ისლამი მიიღო [[უმარ იბნ ალ-ხატაბი|'უმარმა]], რომლის მოწოდებითაც მუსლიმებმა დაიწყეს ლოცვა სახალხოდ, ქა'აბასთან.
[[619]] წელს გარდაიცვალნენ აბუ ტალიბი და ხადიჯა, მუჰამმადის ﷺ ორი უახლოესი ადამიანი. აბუ ტალიბის გარდაცვალებასთან ერთად მუჰამმადმა დაკარგა თავისი გვარის წინამძღოლის მხარდაჭერა და მფარველობა. იგი გაემგზავრა [[ტაიფი|ტა'იფში]], მაგრამ იქაურებმა უთხრეს: ''თუ შენ ღმერთის გამოგზავნილი ხარ, მეტად ღირსეული ხარ ჩვენთან სასაუბროდ. ხოლო თუ მატყუარა ხარ, მაშინ მეტად უღირსი ხარ ჩვენთან სასაუბროდ!'' და მონები წაუსიეს რომ ქალაქიდან გაეძევებინათ. ამის შემდეგ იგი ხვდება იასრიბელ ([[მედინა]]) მომლოცველებს, რომლებიც ქა'აბის მოსალოცად იყვნენ ჩამოსული მექაში. მედინელებმა მოისმინეს მუჰამმადის ﷺ სიტყვა და იგი თავის ქალაქში მიიწვიეს. მუჰამმადმა ﷺ მათთან ერთად გაგზავნა მუს'აბ იბნ 'უმაირი, რომელსაც მათთვის რელიგია უნდა ესწავლებინა.
 
მედინელთა შორის ისლამის გავრცელებით შეშფოთებული მექელი წარმართები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, მექის შვიდივე გვარის წარმომადგენლები შეკრებილიყვნენ და მოეკლათ მუჰამმადი ﷺ, ამგვარად ჰაშიმის გვარი ვერ შეძლებდა ყველა გვარიდან აეღო სისხლი და იძლებული გახდებოდა, სისხლის საფასურით დაკმაყოფილებულიყო, რასაც მექელი წარმართები სიხარულით გადაიხდიდნენ. მაგრამ მუჰამმადმა ﷺ დატოვა მექა [[622]] წლის [[17 ივნისი|17 ივნისს]] ღამით, როცაროდესაც შეთქმულებს იგი უნდა მოეკლათ, და გაემართა მედინაში.
 
===მედინა===
 
===ხარიჯიტები===
'''ხარიჯიტები''' ({{lang-ar|خوارج}}; ''ხავაარიჯ'', განდგომილნი) არიან მუსლიმები, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ხალიფების მმართველობითა და განუდგნენ მათ. მათი პირველი ჯგუფი 'უსმანის მკვლელობის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო მოგვიანებით 4000 მათგანი გამოეყო 'ალის არმიას, როცაროდესაც იგი მუ'ავიასთან მოლაპარაკებაზე წავიდა. ხარიჯიტები გამოირჩეოდნენ თავისი ექსტრემისტული შეხედულებებით, ცოდვილ მუსლიმებსა და ასევე მათ, ვინც მათ აზრებს არ იზიარებდა, ურწმუნოებად მიიჩნევდნენ და ხოცავდნენ. მათგან მხოლოდ ერთმა ზომიერმა შტომ, ''იბადიტებმა'' ({{lang-ar|الاباضية}}; ''ალ–იბადია'') მოაღწიეს ჩვენს დრომდე, რომლებიც ძირითადად ომანში სახლობენ. არის მათი მცირე თემები ალჟირში, ტანზანიასა და ლიბიაში.
 
===აჰმადია===