მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
ბიზანტიის იმპერატორი [[ისააკ II (ბიზანტია)|ისააკ II]] სალადინთან ფარულად მოკავშირეობდა, მაგრამ როდესაც მან გაიგო ბარბაროსას არმიის სიძლიერე, უკან დახევა არჩია და მშვიდობიანად გაატარა ჯვაროსნები [[ბოსფორის სრუტე]]ზე. როდესაც ჯვაროსნები [[მცირე აზია]]ში გადავიდნენ ზაფხული ახლოვდებოდა, ამიტომ საჭირო იყო სწრაფად მიეღწიათ დასახლებული პუნქტებისათვის, რათა ამხელა არმიის დაბანაკება შესაძლებელი გამხდარიყო. ჯვაროსნები [[რუმის სასულთნო]]ს დედაქალაქ [[იკონია]]ს მიადგნენ, სადაც თურქთა საკმაოდ სოლიდური გარნიზონი იმყოფებოდა, თუმცა ფრიდრიხმა [[1190]] წლის [[18 მაისი|18 მაისს]] აიღო და შემდეგ დაიცვა ქალაქი. ამ წარმატებიდან მალევე ლაშქარი [[ანტიოქია|ანტიოქიისკენ]] დაიძრა, თუმცა გზაში, [[10 ივნისი|10 ივნისს]], მდინარე [[სალეფი]]ს გადალახვის დროს ფრიდრიხი დაიხრჩო. გერმანელთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, მცირე ნაწილი კი - ანტიოქიისაკენ დაიძრა.
 
ამასობაში [[1189]] წელს სალადინმა გი დე ლუზინიანი გაათავისუფლა. იგი ჯვაროსანთა პორტ [[ტიროსიტვიროსი|ტიროსსტვიროსს]] მიადგა, თუმცა იქ არ შეუშვეს. ამის შემდეგ ალადინი გი აკრისკენ გაემართა ალყაში მოაქცია ის. ალადინი დასავლეთიდან ფრანგულ და ინგლისურ ლაშქარს ელოდა.
 
მართლაც, [[1189]] წლის მეორე ნახევარში ინგლისის მეფე [[რიჩარდ I]] და საფრანგეთის მეფე [[ფილიპ II ოგიუსტი]], [[რომის პაპი]]ს თხოვნით შერიგდნენ და მოემზადნენ ლაშქრობისათვის.