რობერტ ჰუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
46.49.7.138-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 24:
რობერტ ჰუკი დაიბადა [[1635]] წლის [[18 ივლისი|18 ივლისს]] დაბა ფერშუოტერში, [[ინგლისი]]ს კუნძულ უაიტზე, ადგილობრივი ეკლესიის მოძღვრის ოჯახში. მამას უნდოდა რომ მისი შვილი გაჰყოლოდა მის კვალს, მაგრამ თავის გეგმებზე უარის თქმა მოუწია, რადგან ბიჭს იმდენად სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, რომ დაწყებით სკოლაშიც კი ვერ იარა.
 
მამის სიკვდილის შემდეგ ჰუკი შედის რ. ბაშბის სკოლაში, [[1653]] წელს კი [[ოქსფორდის უნივერსიტეტი]]ს სტუდენტი ხდება. ამალემალე იგი ასისტენტად აჰყავს ქიმიკოს [[ჯონ უილკინზი|ჯონ უილკინზს]], რომელიც შემდეგ რეკომენდაციას უწევს [[რობერტ ბოილი|რობერტ ბოილთან]]. პირველი სამუშაო რომელიც ჰუკს ბოილმა დაავალა იყო ო. ჰორიკეს მიერ გამოგონებული ტუმბოს გაუმჯობესება. ახალგაზრდა კაცმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ სამუშაოს: ამ ტუმბოს გამოყენებით აღმოაჩინა [[რობერტ ბოილი|რობერტ ბოილმა]] [[ბოილ-მარიოტის კანონი]]ს სახელით ცნობილი კანონი.
 
უილკინზმა და ბოილმა დააკავშირეს ჰუკი ბუნებისმცოდნეობის წრესთან, რომლის წევრებმაც [[1660]] წელს დააარსეს ლონდონის სამეფო საზოგადოება (ინგლისის მეცნიერებათა აკადემია). მათ შორის იყო ჰუკიც. [[1662|1662 წელს]] ჰუკმა მიიღო ამ საზოგადოების დემონსტრატორის თანამდებობა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რობერტ_ჰუკი“-დან