ფუტკრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
| ncbi =
}}
'''ფუტკრები''' ({{lang-la|Apoidea}}) — მწერების ზეოჯახი [[სიფრიფანაფრთიანები]]ს რიგისა. შეიცავს რამდენიმე ოჯახ (Colletidae, Andrenidae — მოკლეხორთუმიანები, Apidae — ნამდვილი ფუტკრები, Megachillidae და სხვა). ფუტკრების სხეულის სიგრძე 1,5 მმ — 5 სმ აღწევს. აქვს მლოკავ-მღრღნელი პირის აპარატი;უმრავლესობის ქვედა ყბა და ქვედა ტუჩი წაგრძელებულია ხორთუმად. სხეული მოფენილია ბუსუსებით. მრავალი ფუტკრის უკანა კიდურების წინა ნაწევარი გარდაქმნილია „კალათა“, რომელშიც ფუტკრები გრძელი ბუსუსების მეშვეობით აგროვებენ ყვავილის მტვერს, მუცლის ბოლოზე განვითარებულია ნესტარი ანუ საწერტელი. ზეოჯახში 20 ათასამდე სახეობაა. გვხვდება ყველგან, ადხ კი ყვავილოვანი მცენარეებია.ფუტკრები იკვებებიან ყვავილის მტვრითა და ნექტარით. ფუტკრებს ახასიათებს შთამომავლობაზე ზრუნვა, ერთეული ფუტკრების დედალი ერთ- ან რამდენიმეუჯრიან ბუდეს აშენებსმ შიგ კვერცხებს დებს, უჯრას ბეჭდავს და ბუდეს ტოვებს. კვერცხებიდან შეიძლება გამოიჩეკოს როგორც დედალი, ისე მამალი ფუტკარი. ე. წ. ნახევრად სოციალური ფუტკრების დედალი ბუდეში რჩება პირველი თაობის გამოჩეკამდე, რომელიც მხოლოდ დედლებისაგან შედგება. ისინი აშენებენ ახალ უჯრებს, ავსებენ საკვებით, მაგრამ კვერცხებს არ დებენ. კვერცხებს ისევ ძველი დედა ფუტკარი დებს. მხოლოდ 1—4 უნაყოფო თაობის შემდეგ, ძველი დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხებიდან ვითარდებიან როგორც დედლები, ისე მამლები, დედა ფუტკარი კი კვდება. ფუტკრებს შორის მრავალი, მათ შორის თაფლის მომცემი ფუტკრები, ოჯახებად ცხოვრობენ (საზოგადო ფუტკრები). მათ ახასიათებთ პოლიმორფიზმი ([[ფუტკრის ოჯახი]]) — დედლებისა და მამლების გარდა, მათ ჰყავთ მრავალრიცხოვანი მუშა (უნაყოფო დედლები) ფორმები.
 
ფუტკრების ყველა სახეობა სასარგებლოა როგორც მცენარეთა დამმტვერავი. თაფლის მომცემი ფუტკარი ([[ფუტკარი მეთაფლია]]) ადამიანმა უძველესიდროიდან მოიშინაურა თაფლის, ცვილის, დინდგელის, ფუტკრის რძის მიღების მიზნით. ფფუტკრების შხამს იყენებენ მედიცინაში, ყოგი ფუტკრების კბენა საშიშია ადამიანისა და ცხოველებისათვის. აღსანიშნავია ქართული ფუტკარი, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცხნობილი თავისი გრძელი ხორთუმებით, რაც საშუალებას აძლევს ამოწოვოს ნექტარი სხვა ფუტკრებისთვის მიუწვდომელი ყვავილიდან.
 
ენათესავება კრაზანებსა და ჭიანჭველებს. არსებობს ფუტკრების დაახლოებით 21 ათასი სახეობა და 250 გვარი. ანტარქტიდის გარდა ყველგან არის გავრცელებული. აქვს გრძელი ხორთუმი, რომელსაც იყენებს მცენარეებიდან ნექტარის ამოსაწუწნად. დამახასიათებელია ულვაშები, რომელთაგან თითოეული შედგება 12-13 სეგმენტისაგან. აქვს ორი წყვილი ფრთა, უკანა წყვილი ზომით წინაზე პატარაა. ფუტკარი სასარგებლოა როგორც მცენარეთა დამმტვერავი.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[მეთაფლია ფუტკარი მეთაფლია]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.discoverlife.org/20/q?search=Apoidea Apoidea] {{en}}
==ლიტერატურა==
 
*ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ყოოლოგია, გამოც. მე-ე, თბ., 1980
{{ქსე|10|433|სოხაძე მ.}}
[[კატეგორია:ფუტკრები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფუტკრები“-დან