თალაათ-ფაშა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
 
== ბიოგრაფია ==
თალაათ-ფაშა დაიბადა [[1874]] წლის 10 აპრილს [[ედირნე]]ს მახლობლად, დღევანდელი [[ბულგარეთი]]ს ქალაქ [[კირჯალი|კირჯალში]], გამომძიებლის ოჯახში. წარმოშობით [[პომაკები|პომაკია]]<ref>Taner Timur, ''Türkler ve Ermeniler: 1915 ve Sonrası'', İmge Kitabevi, 2001, ISNB 9789755333182, p. 53. {{Tr icon}}</ref><ref>{{cite web|url=http://www.moreorless.au.com/killers/pashas.html|title='The Three Pashas'|publisher=Moreorless.au.com|archiveurl=http://www.webcitation.org/65XfeAoBx|archivedate=2012-02-18}}</ref>. პოლიტიკური ოპონენტები ზოგჯერ „ბოშა თალაათს“ უწოდებდნენ<ref>[https://books.google.ru/books?ei=t-gRT_yQFcSVOris6awK&hl=ru&id=nu68vd_AmuYC&dq=Talat+was+sometimes+called+a+gypsy+by&q=/#search_anchor Andrew Mango. Ataturk: The Biography of the Founder of Modern Turkey. — Overlook Press, 2002. — С. 67. — ISBN 158567334X]</ref>. დაამთავრა [[ედირნე]]ს უმაღლესი სკოლა. მუშაობა დაიწყო ტელეგრაფის კონტროლიორად. ამის შემდეგ იგი შეუერთდა [[აბდულჰამიდ II|აბდულჰამიდის]] წინააღმდეგ მებრძოლ [[ახალგაზრდა თურქები]]ს მოძრაობას. [[1893]] წელს დაკავეს დიდი პოლიტიკური აქტიურობის გამო. ორი წლის შემდეგ გაატავისუფლესგაათავისუფლეს და გაუშვეს [[სალონიკი|სალონიკში]], სადაც სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა თურქების ადგილობრივ განყოფილებას. [[1898]]-[[1908]] წლებში მუშაობდა სალონიკში ფოსტალიონად.
 
ახალგაზრდა თურქების რევოლუციის შემდეგ აირჩიეს მეჯლისის დეპუტატად. [[1909]] წელს სტამბოლში დააარსა მასონური ლოჟა და ორი წლის განმავლობაში ეკავა დიდი მაგისტრის პოსტი. [[1909]]-[[1912]] წლებში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრია. [[1911]] წელს ხდება ერთიანობისა და პროგრესის პარტიის წევრი. [[1912]] წელს ეკავა ფოსტისა და ტელგრაფის მინისტრის თანამდებობა, ხოლო ბალკანეთის ომების დროს ([[1912]]-[[1913]] წწ.) მსახურობდა არმიაში.
ხაზი 40:
 
[[1915]] წლის 27 თებერვალს ენვერ-ფაშასაგან მიიღო დაშიფრული დეპეშა, სადაც გაწერილი იყო კონკრეტული ზომები სომხების საბოლოო ლიკვიდაციის შესახებ. თალაათ-ფაშამ და ენვერ-ფაშამ სომხების გენოციდი დაიწყეს ანატოლიის ქალაქ ზეითუნში [[1915]] წლის 24 აპრილს.
 
თალაათ-ფაშა თავის მემუარებში, რომლებიც [[1946]] წელს გამოქვეყნდა, აღიარებდა სომხების იძულებით დეპორტაციასა და განადგურებას, მაგრამ ამის მოტივად აღიარებდა თურქების ეროვნული ინტერესების დაცვას და ამით უნდოდათ თავიდან აეცილებინათ სომხეთის სახელმწიფოს შექმნა რუსეთთან მოსაზღვრე ვილაიეთებში. [[1918]] წლის 7 ოქტომბერს თალაათ-ფაშამ აღიარა ახალგაზრდა თურქების მარცხი და გადადგა თანამდებობიდან. მოგვიანებით გაიქცა [[გერმანია]]ში, სადაც ცხოვრობდა ალი-სალი-ბეის სახელით. საგანგებო საველე სასამართლომ, რომელიც გაიმართა [[1919]] წელს კონსტანტინოპოლში, თალაათ-ფაშას დაუსწრებლად მიუსაჯა სასიკვდილო განაჩენი „ოსმალეთის იმპერიაში სომხური მოსახლეობის განადგურებისათვის“.
 
თალაათ-ფაშა დახვრიტა სომეხმა [[სოღომონ ტელირიანი|სოღომონ ტელირიანმა]] ბერლინში, [[ოპერაცია ნემესისი]]ს ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა სომხეთის გენოციდში დამნაშავეების დასჯას, რომელთა სიაშიც თალაათ-ფაშას ეკავა პირველი ადგილი.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თალაათ-ფაშა“-დან