მამია V გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 43:
# გურიელს უნდა მიეღო ადგილობრივი მადნეულის გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი.
 
[[1810]] წლის [[19 ივნისი|19 ივნისს]] მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. 1811 წელს რუსეთის იმპერატორმა მამია გურიელს არმიის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა და წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მარინა დედოფალს დაენიშნა პენსია წლიურად 2000 მანეთი. რუსეთის იმპერატორის შესაბამისი „ღრამოტა“ [[ოქროსქედი]]ს ეკლესიაში იქნა წაკითხული.
 
1819-1820 წლებში [[იმერეთის აჯანყება 1819-1820|იმერეთისა აჯანყების]] დროს აჯანყების ხელმძღვანელი [[ივანე აბაშიძე]] გურიაში გამოიქცა. მან თავის ნათესავს, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო ბატონიშვილს]] შეაფარა თავი. ქაიხოსრო მამია გურიელის ბიძა იყო. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი. მამია V გურიელმა რუსეთის მხარე დაიჭირა. რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა.[[1820]] წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. გურიაში შევიდა რუსთა დამატებითი ძალები გენერალ ველიამინოვის სარდლობით. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა [[შემოქმედი]]ს ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო [[გრიგოლეთი]], [[ნიგოზდიდი]]. დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით თურქეთში ემიგრაციაში წავიდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამია_V_გურიელი“-დან