იუზა ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

ქართველი ფიზიკოსი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''იუზა ღვალაძე''' (დ. 1930, ჭიათურა - გ. 2006, თბილისი) იყო [[ქართველ...
(განსხვავება არ არის)

01:32, 19 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

იუზა ღვალაძე (დ. 1930, ჭიათურა - გ. 2006, თბილისი) იყო ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993).

ბიოგრაფია

დაამთავრა ჭიათურის მე-2 საშუალო სკოლა (1948) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფიზიკის ფაკულტეტი (1953). 1953-1957 წლებში მუშაობდა უკრაინის ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1957-იდან მოღვაწეობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში (1994 წლიდან ინსტიტუტი დევნილობაშია და გადმოტანილ იქნა თბილისში). იყო ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი და მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1974 წელს ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს თსუ-ში - სადოქტორო დისერტაციები. მოღვაწეობდა პლაზმის ფიზიკის დარგში. გამოაქვეყნა 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია. 1977 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია "წლის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის". იყო არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე (1965 - ინგლისი, 1975 - იტალია და ა.შ.).

ლიტერატურა

  • ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 8-9.